საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის
ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტი
'
  • ინფორმაცია
  • გენერალური კონსტრუქტორი
  • ხედები

პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი “რეფლექტორი” და მისი კოსმოსში გამოცდა

●პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი შეიქმნა საქართველოში, საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტის თანამშრომლების _ ქართველი მეცნიერების, ინჟინრებისა და ტექნიკური მუშაკების მიერ.

●პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის შექმნა იკისრა კომპანია “საქართველოს პოლიტექნიკურმა ინტელექტმა”.

●პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი გამოიცადა ორბიტალურ სადგურ “Мир”-ზე ექსპერიმენტი უზრუნველყო ქართულ-რუსულმა კომპანია “Energia-GPI-Space”-მა, ხოლო კოსმოსში გაყვანა რაკეტულმა კორპორაციამ «Энергиа»-მ.

●პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი დამზადდა და აიწყო “თბილავიამშენში”.

●პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის სრული ციკლით გამოცდა ჩატარდა საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტის სასტენდო დარბაზში.

●პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის ორბიტაზე გამოცდა ჩატარდა 1999 წლის 23_28 ივლისს, იგი დამთავრდა სრული წარმატებით, ექსპერიმენტის შემდეგ “რეფლექტორი ჩამოსცილდა სადგურ “Мир”-ს და გადავიდა დამოუკიდებელ ორბიტაზე.

●პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის ძირითადი მახასიათებლები:
ფორმა - ოფსეტური, პარაბოლოიდური.
მაქსიმალური და მინიმალური ზომები გაშლილ მდგომარეობაში - 6,4 და 5,5 მ.
მასა _ 38 კგ.
სიმაღლე _ 1,1 მ.
გაშლის დრო - 9 წუთი.


ელგუჯა მეძმარიაშვილი
პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის -
“რეფლექტორის” გენერალური კონსტრუქტორი


 
როდესაც ისტორიაში პირველ ქართულ კოსმოსურ
ობიექტს ვქმნიდი საქართველოს პრესტიჟზე ვფიქრობდი.
როდესაც სამამულო სამხედრო-საინჟინრო დარგის
განვითარებისათვის ვმოღვაწეობ, საქართველოს
სახელმწიფოებრივ ინტერესებს ვემსახურები.


ელგუჯა მეძმარიაშვილი
● სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი
● ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი.
● პროფესორი.
● გენერალ-მაიორი.
● საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.
● ვახტანგ გორგასლის I ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერი.
● სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტის გენერალურ კონსტრუქტორს, მთავარ მეცნიერ-თანამშრომელს და სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარეს – ელგუჯა მეძმარიაშვილს გამოქვეყნებული აქვს 250 სამეცნიერო შრომა, რომელთა შორის აღსანიშნავია მონოგრაფია:
«Трансфщрмируемые конструкции в космосе и на земле»
და
“საქართველოს სამხედრო-საინჟინრო დოქტრინის საფუძვლები”
ელგუჯა მეძმარიაშვილი არის ავტორი, მთავარი კონსტრუქტორი და გენერალური კონსტრუქტორი მრავალი სახელმწიფო სტრატეგიული თავდაცვითი პროგრამების, საერთაშორისო სამუშაოების და, უშუალოდ საქართველოში შექმნილი, კონსტრუქციებისა.
პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის - “რეფლექტორის” ხედები
ქარხანა - “თბილავიამშენი” ანტენის აწყობა
ქ.თბილისი საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტის სასტენდო დარბაზი
    
პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი “რეფლექტორი” ღია კოსმოსურ სივრცეში
    
 
მისამართი: საქართველო. თბილისი კოსტავას 68ბ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების,
სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტი.
ელ-ფოსტა: space@ggmea.ge, საკონტაქტო ტელეფონები: (+995 32) 36 52 37; 33 09 36; 36 52 39. ფაქსი: (+995 32) 36 52 38;