მიიღეთ ამერიკული განათლება და დიპლომი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში
2015 წლიდან სტუ-ს სტუდენტებს უნიკალური შესაძლებლობა მიეცემათ, მიიღონ ამერიკული განათლება და ამერიკული დიპლომი საქართველოში. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU), მილენიუმის პროგრამის ფარგლებში, ქართველ სტუდენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის და საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე (ABET, CSA, WASC) საბაკალავრო პროგრამებს საბუნებისმეტყველო და ტექნიკურ (STEM) დარგებში