ღია კონკურსი სტუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად

ღია კონკურსი სტუ-ს დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად

29-05-2018

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ზოგიერთი დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქვემოთ ჩამოთვლილი დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს, 5 წლის ვადით, ინსტიტუტის/ცენტრის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად:

1. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი  -  თბილისი, ფრიგოლ ფერაძის ქუჩა, №4, ოთახი № 202. საკონტაქტო პირი: ნინო ბოკუჩავა, ტელ: 595 658027.

2. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტი - თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქუჩა №5, ოთახი 102, ტელ:. 2188677. საკონტაქტო პირი: გიორგი მუმლაძე, მობ.: 598429833.

3. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაგებობების, სპეციალური სისტემების და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტი -  თბილისი, კოსტავასქ. #68, ოთახი #609. საკონტაქტო პირი: როზა ომანაძე ტელ.: 599 40 77 84.

4. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტი ტექინფორმი - თბილისი, კოსტავას ქუჩა №47, მე-6 სართული, ოთახი #18, ტელ.: 2335122.  

5. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგიის ცენტრი - თბილისი, სარაჯიშვილის #1ა, მე-2 სართული, ოთახი 1. საკონტაქტო პირი: ლეილა  ზვიადაძე, ტელ.: 593455037.

6. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვების მრეწველობის სამეცნიერო-კვლევითი  ინსტიტუტი - თბილისი, დ.გურამიშვილის გამზირი #17, პირველი სართული, ოთახი #2. საკონტაქტო პირი: მარიამ ლოლაძე, ტელ.: 555 16 5035.

7. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინტიტუტი - თბილისი, მინდელის ქ. #10, მე-4 სართული, ოთახი #1, ტელ.: 2 31 98 74. საკონტაქტო პირი: ქეთევან კვირიკაშვილი.

8. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტი  - თბილისი 0159, სოფ. დიღომი, მოციქულთა სწორი წმიდა ნინოს ქ.#1. ტელ.: 213 08 65, 213 08 64

9. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი -  თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი, 60ბ, მე-2 სართული, ოთახი 208. საკონტაქტო პირი: ლევან წულუკიძე, ტელ: 2224094

10. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი - ქ.თბილისი დავით აღმაშენებლის გამზირი 150გ. ტელ.: 2951047, საკონტაქტო პირი - ნარინე არუთინიანი.

I. განცხადებების მიღებისა და კონკურსების ჩატარების ვადები

1. კონკურსანტების განცხადებების მიღება იწარმოებს 2018 წლის 2-3 ივლისს, 10:00-17:00 სთ., ზემოთ მითითებულ მისამართებზე;
2. კანდიდატების სამოქმედო პროგრამის მოსმენა სამეცნიერო საბჭოში გაიმართება 2018 წლის 5 ივლისს. ინსტიტუტის/ცენტრის დირექტორის თანამდებობის დასაკავებელად სამეცნიერო საბჭოში არჩევნები გაიმართება 2018 წლის 6 ივლისს, არჩევნების შედეგები სამეცნიერო საბჭოს მიერ გამოცხადდება იმავე დღეს. შედეგები განთავსდება ინსტიტუტის/ცენტრის შენობაში თვალსაჩინო ადგილზე და უნივერსიტეტის/ინსტიტუტის/ცენტრის ვებგვერდზე. კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები სამეცნიერო საბჭოში მიიღება მიმდინარე წლის 10 ივლისის ჩათვლით.
3. დირექტორის შერჩეულ კანდიდატურას ინსტიტუტის/ცენტრის სამეცნიერო საბჭო დასამატკიცებლად წარუდგენს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს. 

II. საკონკურსო პირობები

1. კონკურსის ძირითადი პირობები:
ინსტიტუტის/ცენტრის დირექტორად შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ ინსტიტუტის/ცენტრის მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს (დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.) და რომლის ასაკი 65 წელს არ აღემატება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სხვაგვარი შესაძლებლობა პირდაპირ არის გათვალისწინებული უნივერსიტეტის წესდებით.
2. კონკურსის დამატებითი საკვალიფიკაციო პირობები განთავსდება უნივერსიტეტის/ინსტიტუტის/ცენტრის ვებგვერდზე.
3. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირადად (ან წარმომადგენლის მეშვეობით) უნდა წარმოადგინოს:
ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება და ანკეტა (ფორმები იხილეთ ინსტიტუტის/ცენტრის ვებგვერდზე), აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ. (დედანი და ასლი);
ბ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);
გ) სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი (საბუთები), დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით;
დ) სამეცნიერო ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
ე) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);
ვ) 2 ფოტოსურათი 3x4;
ზ) სამოქმედო პროგრამა.

III. კონკურსის ჩატარების წესი

1. კონკურსი ჩატარდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და ინსტიტუტის/ცენტრის დებულების შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა უნივერსიტეტისა და ინსტიტუტის/ცენტრის ვებგვერდებზე.
2. კონკურსის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად.
შენიშვნა: აკადემიური საბჭო ხმათა კვალიფიციური უმრავლესობით (2/3-ით), ფარული კენჭისყრით, ინდივიდუალურად წყვეტს 65 წლისა და მეტი ასაკის მქონე პირის მიერ დირექტორის - ადმინისტრაციული თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის საკითხს. აღნიშნული ასაკის მქონე პირმა შესაბამის საკონკურსო კომისიაში დამატებით უნდა წარადგინოს აკადემიური საბჭოს თანხმობა. ამ მიზნით მან  განცხადება უნდა შეიტანოს უნივერსიტეტის კანცელარიაში წინამდებარე განცხადების გამოქვეყნებიდან 2018 წლის 25 ივნისის ჩათვლით. პირის დასწრება აკადემიურ საბჭოში მისი საკითხის განხილვისას სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნული საკითხი არ განიხილება.

 

სიახლეებში დაბრუნება