სტუ-ს სტუდენტთა 85-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გახსნის ღონისძიება

07-06-2017 7 ივნისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუ-ს სტუდენტთა 85-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის გახსნის ღონისძიება გაიმართა.

კონფერენცია გახსნა სტუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიესალმნენ სტუ-ს ადმინისტრაციისა და სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები, ფაკულტეტების დეკანები, აკადემიური დეპარტამენტების ხელმძღვანელები და პროფესორ-მასწავლებლები.

სტუ-ს სტუდენტთა 85-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობს სტუ-ს და სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სწავლების საფეხურის 500-ზე მეტი სტუდენტი.

სტუ-ს სტუდენტთა 85-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას ორგანიზებას უწევს სტუ-ს სპორტის, კულტურის, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტი. კონფერენციის მუშაობა 2017 წლის 1 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

სექციების მუშაობის განრიგი.

   


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები