მაგისტრატურაში სწავლების მსურველთა საყურადღებოდ!

05-08-2015
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში
2015/2016 სასწავლო წელს სამაგისტრო პროგრამებზე  კონკურსის წესით 
ჩარიცხვა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 2015/2016 სასწავლო წელს სამაგისტრო პროგრამებზე  კონკურსის წესით ჩარიცხვის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის  2015 წლის 4 აგვისტოს №143 და № 144 ბრძანებების თანახმად, მაგისტრატურაში სწავლების პირველ წელზე ჩარიცხვის მსურველთა საბუთები მიიღება 2015 წლის 1 სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, ყოველდღე, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, ფაკულტეტების დეკანატებში.

მაგისტრანტობის კანდიდატმა შესაბამის დეკანატში უნდა წარადგინოს შემდეგი საბუთები:
• განცხადება რექტორის სახელზე ფაკულტეტისა და სამაგისტრო პროგრამის მითითებით;
• პირადობის  მოწმობა და მისი ასლი;
• აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი _ დიპლომი და მისი ასლი, ან  კვალიფიკაციის   დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი და მისი ასლი;
• ფოტოსურათი 4 ცალი  ზომით 3 х4  სმ;     
• მიწერის მოწმობა და მისი ასლი, ან სამხედრო ბილეთი და მისი ასლი (სამხედრო  ვალდებულთა-თვის);         
• მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ საერთო სამაგისტრო გამოცდებზე მიღებული შეფასებები (ამონაბეჭდი გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდიდან - www.naec.ge);
• თი-ბი-სი ბანკის რომელიმე ფილიალში გადახდილი 15-ლარიანი ქვითარი.

ზემოჩამოთვლილი დოკუმენტების არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში განცხადება არ მიიღება. საბუთების პირველადი შემოწმება ხდება შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატში. შემოწმების შემდეგ  საბუთების დედნები უბრუნდება წარმომდგენს. 

დეკანატის მიერ ვიზირებულ განცხადებას, საბუთებთან ერთად, მაგისტრანტობის კანდიდატი აბარებს სტუ-ს კანცელარიას.

სტუ-ს სამაგისტრო პროგრამებზე კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს აპლიკანტს, რომელსაც საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ოთხი ნაწილიდან რომელიმე სამ ნაწილში მაინც გადალახული აქვს დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ანუ მითითებულ ზღვარზე მეტი ქულა აქვს მიღებული.

საერთო სამაგისტრო გამოცდების ტესტების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი შეადგენს:
• წაკითხულის გააზრება  -  6,3  ქულა
• ანალიტიკური წერა - 6,0  ქულა
• ლოგიკური მსჯელობა - 5,1  ქულა
• რაოდენობრივი მსჯელობა - 5,0 ქულა  
    
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულია:
• წაკითხულის გააზრება  - 6,4 ქულა
• ანალიტიკური წერა - 7,0 ქულა
• ლოგიკური მსჯელობა - 5,2 ქულა
• რაოდენობრივი მსჯელობა - 5,2 ქულა

მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა ჩააბაროს სასპეციალიზაციო გამოცდა შესაბამის საგანში. სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლების მოსაპოვებლად მაგისტრანტობის კანდიდატმა სასპეციალიზაციო გამოცდაში, ასევე, უნდა გადალახოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

სასპეციალიზაციო გამოცდისათვის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ყველა სამაგისტრო პროგრამაზე არის 31 ქულა (შესაძლო მაქსიმალური 100 ქულიდან), მინიჭებული კოეფიციენტი - 65.

სასპეციალიზაციო გამოცდები ფაკულტეტების სამაგისტრო პროგრამებზე ჩატარდება 2015 წლის 11 სექტემბერს, სტუ-ს საგამოცდო ცენტრში, სტუ-ს I კორპუსში, კოსტავას ქ.68, შემდეგი განრიგით:

9:00 - 11:00 საათი
• სამშენებლო ფაკულტეტი
• სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი
• ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი

11:00 - 13:00 საათი
• ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი
• სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი
• აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტი
• ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი

13:00 -15:00 საათი
ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამა:
• სამართალი

15:00 - 17:00 საათი
ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამები:
• ბიზნესის ადმინისტრირება
• ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურენოვანი)

17:00 - 19:00 საათი
ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამები:
• საერთაშორისო ურთიერთობები
• ეკონომიკა
• ევროპისმცოდნეობა
• საჯარო მმართველობა
• საჯარო მმართველობა (რუსულენოვანი)
• საბანკო პროცესების მართვა
• მასობრივი კომუნიკაცია
• საზოგადოებრივი ურთიერთობები
• არქეოლოგია
• ელექტრონული ბიზნესის ინფორმაციული ტექნოლოგიები

2015 წლის 11 სექტემბერს სტუ-ს I კორპუსში, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი, (აუდიტორია №403), კოსტავას ქ.68.

10:00 საათი
• არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი
• დიზაინის საერთაშორისო აკოლა

სასპეციალიზაციო გამოცდების შედეგები გამოცხადდება იმავე დღეს, 11 სექტემბერს.
საპრეტენზიო განცხადებები მიიღება  ამა წლის 11 სექტემბერიდან 13 სექტემბრის 16:00 საათამდე, მათი განხილვა - ამა წლის 13 სექტემბერს;
სასპეციალიზაციო გამოცდების საბოლოო შედეგები გამოცხადდება ამა წლის 13 სექტემბერს.

მაგისტრანტობის კანდიდატმა ფაკულტეტის დეკანატში უნდა გააფორმოს ხელშეკრულება 2015 წლის 15 სექტემბრიდან 17 სექტემბრის ჩათვლით (წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ჩარიცხულთა სიაში ვერ მოხვდება). 

2015-2016 სასწავლო წლისთვის სტუ-ს სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის ბრძანება გამოიცემა ამა წლის 19 სექტემბერს.
სწავლების დეპარტამენტი


 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები