FOREX-ის შემსწავლელი კურსები

27-09-2014
ვენჩურული ბიზნესის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებული „ვენჩურული ბიზნესის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი“ (e-mail:  venture.business@gtu.ge) აცხადებს ნებისმიერი პროფესიის მსმენელთა (18 წლის ასაკიდან) მიღებას ფორექსის (FOREX) ტრენინგ-კურსის და სასერტიფიკატო კურსის შესასწავლად. ტრენინგ-კურსი არის 5 დღიანი (დღეში 1 სთ), ხოლო სასერტიფიკატო კურსი - 24-საათიანი (ერთი თვის ხანგრძლივობით, კვირაში 3-ჯერ, 2-2- საათი).

ტრენინგ-კურსი მოიცავს ფორექსის საფუძვლებს (მცირე პროგრამას):  სავალუტო ბაზრის საფუძვლები; სავაჭრო ტერმინალის საფუძვლები; ტექნიკური ანალიზის საფუძვლები; ფუნდამენტური ანალიზი; გადადებული ორდერები. 

სასერტიფიკატო კურსი კი მოიცავს ფორექსის შედარებით ფართო პროგრამას: ბაზრების ტექნიკური ანალიზი; ფასის მოძრაობის ტენდენცია (ტრენდი); მხარდაჭერის და წინააღმდეგობის ხაზები; ტექნიკური ფიგურები; იაპონური სანთლების ტიპები; ორდერის გახსნა; ფუნდამენტური ანალიზი; მაკროეკონომიკური მაჩვენებლების ანალიზი; საფონდო ბაზრების ფსიქოლოგიური ანალიზი.  

კურსის წარმატებით ათვისების შემდეგ მსმენელებს პრაქტიკულად შეეძლებათ ელექტრონული ბიზნესის წარმოება საერთაშორისო საფონდო და სავალუტო ბაზრებზე. 

დასკვნით გამოცდაზე (როგორც ტრენინგ-კურსზე, ასევე სასერტიფიკატო კურსზე) ტესტირების 50 ტესტიდან 38 ტესტის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მსმენელებს გადაეცემათ უნივერსიტეტის ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) სერტიფიკატი. 

კურსის ღირებულება შეადგენს:
ტრენინგ-კურსზე - 100 ლარი;
სასერტიფიკატო კურსზე - 180 ლარი.

ფორექსის (FOREX) ტრენინგ-კურსის გასავლელად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია აქ.

ფორექსის (FOREX) სასერტიფიკატო კურის გასავლელად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია აქ.

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები