საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სკოლის მოსწავლეებს STEM აკადემიის საინფორმაციო შეხვედრას მოუწყობს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სკოლის მოსწავლეებს STEM აკადემიის საინფორმაციო შეხვედრას მოუწყობს

01-05-2019


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სკოლის მოსწავლეებს STEM აკადემიის საინფორმაციო შეხვედრას მოუწყობს


18 მაისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მომავალი აბიტურიენტებისთვის STEM აკადემიის საინფორმაციო შეხვედრას გამართავს. მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მე-11 კლასის მოსწავლეს, რომელიც საქართველოში ამერიკული განათლების მიღებით არის დაინტერესებული. STEM-ი მოიცავს საინჟინრო, ტექნოლოგიურ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს. თანამედროვე ეპოქაში სწორედ STEM დარგები განაპირობებს როგორც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, ასევე დასაქმებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობებსაც. 

# მიიღე ამერიკული განათლება საქართველოში # I CHOOSE STEM 

საინფორმაციო შეხვედრაზე მომავალი აბიტურიენტები მიიღებენ ამომწურავ ინფორმაციას ტექნიკურ უნივერსიტეტში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) საბაკალავრო პროგრამებისა და საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობის შესახებ, გაეცნობიან საინტერესო პრეზენტაციებს და მონაწილეობას მიიღებენ STEM თამაშებში. თამაშებში გამარჯვებულებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცემათ, უკლებლივ ყველა მონაწილეს კი - STEM აკადემიის სერთიფიკატი.

ჩვენი საბაკალავრო პროგრამებია: სამოქალაქო ინჟინერია, კომპიუტერული ინჟინერია და ელექტრული ინჟინერია. 

სამივე საბაკალავრო პროგრამა წარმატებით უზრუნველჰყოფს სტუდენტების მომზადებას ტექნიკურ დარგებში. სწავლება წარიმართება ინგლისურ ენაზე. ლექციებს წაიკითხავენ მოწვეული ამერიკელი და SDSU-ს მიერ გადამზადებული ქართველი პროფესორ-მასწავლებლები. 

გვესტუმრეთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჟიული შარტავას სახელობის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების სასწავლო-სამეცნიერო და საექსპერტო ლაბორატორიაში. 

მისამართი: მერაბ კოსტავას 77, სტუ-ის მე-9 კორპუსი

საინფორმაციო შეხვედრის თარიღი: 18 მაისი, 2019;

მონაწილეთა რეგისტრაციის დრო: 11:30 – 12:00 

წინასწარი რეგისტრაცია შეგიძლიათ გაიაროთ ონლაინ რეჟიმში, აქ


 

სიახლეებში დაბრუნება