საინჯინრო ფიზიკის დეპარტამენტი

საქარ­თველოს მთავრობის გადაწყვეტილებით საინჟინრო და საბუნებისმეტყველო დარგები (სპეციალობები) პრიო­რიტეტულ მიმართულებებად განიხილება. შესაბამისად, საინჟინრო ფიზიკის სპეციალობაზე სწავლა სრულ სახელმწიფო დაფინან­სებას ექვემდებარება.
აირჩიეთ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სპეციალობები და ისწავლეთ უფასოდ!!!!!
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საინჟინრო ფიზიკის სპეციალობაზე სწავლა მომდინარეობს სამივე საფეხურის (საბაკალავრო,სამაგისტრო და სადოქტორო) პროგრამებზე.
საბაკალავრო პროგრამები - საინჟინრო ფიზიკა (ქართული    /  ინგლისური    /  რუსული)
სამაგისტრო პროგრამები - საინჟინრო ფიზიკა
სამედიცინო ფიზიკა
სადოქტორო პროგრამა - საინჟინრო ფიზიკა

ფიზიკის დეპარტამენტი წარმოადგენს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთ მძლავრ და თანამედროვე სტრუქტურულ ერთეულს. სტუდენტთა აღზრდას ემსახურება 14 სასწავლო-სამეცნიერო ლაბორატორია, სტრუქტურული კვლევის რესპუბლიკური ცენტრი, მიკროელექტრონიკის სამეცნიერო-საინჟინრო ცენტრი, მყარი სხეულების კვლევის საპრობლემო ლაბორატორია, კრიმინალისტიკური ტექნიკისა და ტექნოლოგიების ცენტრი. ეს სამეცნიერო ცენტრები გაერთიანებული არიან ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტში. დეპარტამენტში მუშაობს 32 სრული პროფესორი, 40 ასოცირებული პროფესორი, 10 ასისტენტ-პროფესორი, 23 უფროსი მასწავლებელი და 42 ლაბორანტი, აქედან 14 ლაბორანტი არის საინჟინრო ფიზიკის პროგრამის სხვადასხვა კურსის სტუდენტი, სულ 150-მდე თანამშრომელი.
ფიზიკის დეპარტამენტში ფუნქციონირებს: ულტრათანა­მედროვე ტექნიკით აღჭურვილი ფიზიკის მრავალ­პროფილიანი სასწავლო ლაბორატორია, სადაც იგეგმება, სრულდება, ინერგება გამოყენებითი ფიზიკის სასწავლო-სამეცნიერო სამუშაოები; კომპიუტერული მოდელირების ცენტრი,სადაც ხდება ყველა ფიზიკური მოვლენის კომპიუტერული მოდელირება. ბაკალავრიატის მაღალ კურსებზე, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში სწავლის პერიოდ­ში ფიზიკის დეპარტამენტის სტუდენტები საზღვარ­გარეთის ქვეყნებში სხვადასხვა გაცვლით პროგრამებშიც მონაწილეობენ. ეს საშუალებას იძლევა მკვეთრად ავამაღლოთ სტუდენტთა განათლების ხარისხი. ფიზიკოსებისათვის გამოყოფილია IV სასწავლო კორპუსი, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ინფრასტრუქტურით. საბაკალავრო პროგრამა მოიცავს ისეთ სპეციალობებს როგორებიცაა : ფიზიკური ინფორმატიკა, სამედიცინო ფიზიკა და ადამიანისა და გარემოს რადიაციული უსაფრთხოება, მიკროელექტროელექტრონიკა და ფიზიკა-ტექნიკური ექსპერტიზა.

ტრადიციულ სპეციალობებს,რომელიც ისწავლებოდა ფიზიკის პროგრამაზე 2013 წლიდან დაემატა ისეთი აქტუალური და თანამედროვე სპეციალობები,როგორებიცაა სამედიცინო ფიზიკა და ადამიანისა და გარემოს რადიაციული უსაფრთხოება და ფიზიკური ინფორმატიკა. ეს 21 საუკუნის მეცნიერების მეცნიერებებია, რომელიც აერთიანებს ფიზიკის, მათემატიკის, ინჟინერიის, და მედიცინის, კომპიუტერული მეცნიერებების ცოდნას და მიმართულია ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფაზე.
ფიზიკის დეპარტამენტის ბაზაზე ბოლო წლებში ჩატარებულია 20-ზე მეტი საერთაშორისო კონფერენცია ფიზიკის სხვადასხვა თემატიკაზე.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტი მჭიდროდ თანამშრომლობს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის იულიხის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან საქართველო-გერმანიის სამეცნიერო ხიდის ფარგლებში.ყოველ­წლიურად ფიზიკის დეპარტამენტში სტუდენტების­თვის ტარდება „შემოდგომის ლექციები თბილისში“. ორი კვირის განმავლობაში ლექცია-სემინა­რებს ატარებენ ბონის, კიოლნის, დიუსელდორფის უნი­ვერსიტეტისა და იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წაყვანი პროფესორები. 2011 წელს იულიხის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტთან და 2013 წელს იულიხის ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტთან დაიდო ხელშეკრულებები, რომლის თანახმად გერმანულ მხარეს რეგულარულად მიჰყავს ფიზიკის მიმართულების სტუდენტები გრძელვადიან (30-70 დღე) სტაჟირებაზე. 2013 წლის ოქტომბერში სტუ-ში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის თანახმად იულიხის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ფიზიკის დეპარტამენტს ტექნიკურ აღჭურვილობას და მინი მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიულ ლაბორატორიას გადასცემს. ფიზიკის დეპარტამენტი აქტიურად თანამშრომლობს ინგლისის კრემფილდის და ათენის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტებთან.

არსებობის მანძილზე საინჟინრო ფიზიკის პროგრამაზე მომზადებულია 2500-ზე მეტი სპეციალისტი, რომელთა დასაქმების არეალი მოიცავს როგორც საინჟინრო საქმეს, ასევე ტექნიკური დარგებიდან საკმაოდ დაშორებულ სფეროებს _ ძალოვან სტრუქტურებს, საბანკო სექტორს, დიპლომატიურ სამსახურს, პოლიტიკურ მოღვაწეობას. ყველა ამ მიმართულებით ფაკულტეტის კურსდამთავრებულები წამყვან პოზიციებზე არიან და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ფიზიკურ მეცნიერებებში კარგად გათვითცნობიერებული ახალგაზრდისათვის საკმაოდ ადვილია სხვა სფეროებში გარკვევა და ორიენტაცია.
ფიზიკის დეპარტამენტი უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის გა­ნათლების მიღებას, თეორიული და პრაქტიკული ცოდნით აღჭურვილი და კონკურენტუნარიანი სპეციალისტის აღზრ­დას.