მეცნიერება

გმნკდგრ ცენტრი

გემოლოგიისა და მინერალურ ნივთიერებათა კვლევის, დიაგნოსტიკისა და გადამუშავების
რესპუბლიკური ცენტრი

სპექტრომეტრიისა და მინერალოგიური მასალათმცოდნეობის რესპუბლიკური ცენტრი (#362) 1985 წლის  15 იანვარს საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტის (ოქმი #7) გადაწყვეტილებით შეიქმნა, რომლის პროფილის გაფართოებასთან დაკავშირებით 2000 წლის 1 სექტემბრიდან  შეეცვალა სახელწოდება და დაერქვა ”გემოლოგიისა და მინერალურ ნივთიერებათა კვლევის, დიაგნოსტიკისა და გადამუშვების რესპუბლიკური ცენტრი” (#39/03-1, 14.09.2000 წ).

 
გმნკდგრ ცენტრი

ცენტრის დამფუძნებელი და პირველი ხელმძღვანელი, ცნობილი ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი პროფესორი გიორგი ზარიძე იყო.
1994 წლიდან დღემდე გმნკდგ რესპუბლიკური ცენტრის ხელმძღვანელია გ.მ.მ მეცნიერებათა დოქტორი,  პროფესორი ნოდარ ფოფორაძე.
   
 
რენტგენოფლუორესცენტული ანალიზატორით EDX3600B
პოლარიზაციული მიკროსკოპით AMSCOPE PZ600T

გმნკდგ რესპუბლიკური ცენტრი დაკომპლექტებულია ფართო პროფილის მაღალკვალიფიცირებული თანამშრომლებითა და ხელსაწყო-დანადგარებით. მათ შორის: სპექტროფოტომეტრით SPECORD 40, პოლარიზაციული მიკროსკოპით AMSCOPE PZ300T, AMSCOPE PZ600T, POLAM-312, ბინოკულარი МБ-10, რენტგენო ფლუორესცენტული ანალიზატორით EDX3600B, სხვადასხვა ტიპის სასწორებით, GPS ნავიგატორებით, კომპიუტერებით, საშლიფე სახელოსნოთი და სხვა.

 
სხვადასხვა ტიპის სასწორები

 გმნკდგ რესპუბლიკურმა ცენტრმა 2014 წელს 4 წლის ვადით გაიარა ხელახალი აკრედიტაცია და აკმაყოფილებს სსტ ისო/იეკ  17025:2010-ის მოთხოვნებს.
ლაბორატორიებში სრულდება შემდეგი სახის სამუშაოები:
1. ქანების, მადნებისა და ნიადაგების ქიმიური შედგენილობის განსაზღვრა რენტგენოფლუორესცენტული მეთოდით;
(აკადემიური დოქტორი ოლღა სესკურია; ქ.მ. კანდიდატი ინეზა ქუთელია; დოქტორანტი ნათია ინანაშვილი);
2. ქანებისა და გრუნტების პეტროგრაფიული და ლითოლოგიური აღწერა;
(გ.მ.მ კანდიდატი, ასოცირებული პროფესორი ირინე ფარადაშვილი; გ.მ.მ კანდიდატი, ასოცირებული პროფესორი ია ახვლედიანი; გ.მ.მ კანდიდატი, ასოცირებული პროფესორი სულხან გველესიანი; სპეციალისტი ნანა იკოშვილი);
3. ქანებისა და მინერალების რენტგენოფაზური ანალიზი;
(გ.მ.მ დოქტორი, პროფესორი ნოდარ ფოფორაძე; სპეციალისტი ზაზა იაშვილი; აკადემიური დოქტორი ნინო ჯაფარიძე);
4. კეთილშობილი ლითონების  ქიმიური შედგენილობის დადგენა (Au, Ag, Pd, Pt);
(ქ.მ. კანდიდატი ირინე გვალია; ქ.მ. კანდიდატი, ასოცირებული პროფესორი ხათუნა გაჩეჩილაძე; დოქტორანტი ნათია ინანაშვილი);
5. ძვირფასი და ნახევრად ძვირფასი ქვების დიაგნოსტიკა (გემოლოგიური კვლევა);
(ასოცირებული პროფესორი ხათუნა გაჩეჩილაძე; ასოცირებული პროფესორი ია ახვლედიანი; ასოცირებული პროფესორი სულხან გველესიანი; აკადემიური დოქტორი ოლღა სესკურია; დოქტორანტი ნათია ინანაშვილი);
6. გეოეკოლოგიური სამუშაოები (ნიადაგების, გრუნტის და ზედაპირული წყლების მძიმე ლითონებით და სხვა ნითვიერებებით დაბინძურების მაჩვენებელების განსაზღვრა, საწარმოო ობიექტების ეკომონიტორინგი);
(გ.მ.მ დოქტორი, პროფესორი ნოდარ ფოფორაძე, ფ.მ.მ კანდიდატი დიმიტრი აბზიანიძე);
ცენტრში სამეცნიერო კვლევებს ასრულებენ დარგში წამყვანი მინერალოგები, პეტროგრაფები, ლითოლოგები, გემოლოგები, გეოეკოლოგები, ფიზიკოსები, ქიმიკოსების. მათ მიერ წლების განმავლობაში შესრულებულია მრავალი საერთაშორისო თუ ადგილობრივი პროექტი, გრანტი, საექსპერტო-სადიაგნოსტიკო და სახელშეკრულებო თემები. გამოქვეყნებულია სამეცნიერო სტატიები და მონოგრაფიები.

ჩვენი პარტნიორები არიან:
შპს ,,RMG GOLD’’
შპს ,,რუსთავის აზოტი’’
შპს ,,ჯეოინჟინერინგი’’
შპს ,,ზარაფხანა’’
შპს ,,გლობალტრანსი’’
შპს ,,ჯეოსთილი’’
შპს ,,ტურინვესტი’’

საკონტაქტო მონაცემები:
577 42-83-47