14 ივნ

Erasmus+ საერთაშორისო კვირეული

06-06-201821-25 მაისს სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (Silesian University of Technology - SUT) (გლივიცე, პოლონეთი) გაიმართა Erasmus+ საერთაშორისო კვირეული, სადაც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა თამარ ლოლაძემ.
ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობდა მსოფლიოს 21 ქვეყნის უნივერსიტეტების 48 წარმომადგენელი, მათ შორის სერბეთიდან, ალბანეთიდან, კოსოვოდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, ჰონდურასიდან, მექსიკიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, სურინამიდან, ეთიოპიიდან, გვატემალადან, კოლუმბიიდან, მონტენეგროდან, კოსტა რიკიდან, ურუგვაიდან და ა.შ.
13 ივნ

სტუდენტთა საყურადღებოდ


სამშაბათს 19 ივნისს 16:00 სთ-ზე გაიმართება შეხვედრა, ადმინისტრაციული კორპუსის ნიკოლაძის დარბაზში შპს ,,პსპ'' - სთან.

             ოთხშაბათს 20 ივნისს 16:00 სთ-ზე
შპს ,,გეფა'' - სთან, გაიმართება შეხვედრა, ადმინისტრაციული კორპუსის ნიკოლაძის დარბაზში.

              ხუთშაბათს 21 ივნისს 16:00 სთ-ზე 
შპს ,,სახალხო აფთიაქი'' - სთან, გაიმართება შეხვედრა, ადმინისტრაციული კორპუსის ნიკოლაძის დარბაზში.

დასწრება სავალდებულოა ფარმაციის სპეციალობის ყველა კურსის სტუდენტთათვის.
30 მაი

ფარმაციის სტუდენტთა საყურადღებოდ


6 ივნისს გაიმართება დასაქმებისა და პროფესიული წინსვლისთვის შპს "ავერსთან" შეხვედრა, ადმინისტრაციული კორპუსის ნიკოლაძის დარბაზში.
სიახლეების სრულად ნახვა

სემინარები
 
წყალი და მისი ხასიათი
 
         საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიის და მეტალურგიის  და ენერგეტიკის და ტელეკომუნიკაციის  ფაკულტეტების I  კურსის სტუდენტების მიერ სრული პროფესორის  რეზო კლდიაშვილის  ხელმძღვანელობით  ქვეყნის სხვადასხვა სკოლებში, რომლებშიც სწავლობდნენ წარმოდგენილი ფაკულტეტების   სტუდენტებიატარებდნენ სემინარებს თემაზე - წყალი და მისი ხასიათი”, რომლის  ელექტრონულ  ვერსიას საჩუქრად გადასცემენ  სკოლებს. სემინარები  ჩატარდა: სურამის, ახალციხის, სოფელ  მისაქციელის, სოფელ  კოდის, გურჯანიის, სოფელ  ხატევანის, თელავის სკოლებში. აქცია ”სტუ-ის სტუდენტები-სკოლას”გრძელდება. განსაკუთრებული მადლობა  სტუდენტებს: უჩა მჭედლიშვილს (ჯგ.  №2262), თორნიკე გიქოშვილს (ჯგ. №2261), №4230 ჯგუფის სტუდენტებს: კესარია მეფარიშვილს, თამარ რეხვიაშვილს, გიორგი ნაზარაშვილს, გიორგი ბეგიაშვილს,  ნათია გედევანიშვილს, ბექა  ნონიაშვილს, თათია შაშიაშვილს, ნუგზარ ჯაფარიძეს, დეა რევაზიშვილს, სოფიკო ცისკარიშვილს, ნუნუ ჯანგიძეს, ირინე გოგნაძეს, ირინე ხაჩიძეს, მაია რეხვიაშვილს, თამთა გუცაშვილს, ნინო ჩოთალიშვილს, მერი ქურასბედიანს, ანა კილასონიას. მადლობა სკოლის ქიმიის პედაგოგებს და აქციის მასპინძლებს.


გარემოს მონიტორინგისა და საინჟინრო ეკოლოგიის ცენტრმა სემინარი ჩაატარა

9-06-2013, 14:58

7 ივნისს ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტთან არსებული “გარემოს მონიტორინგისა და საინჟინრო ეკოლოგიის ცენტრმა” ჩაატარა გარემოს დაცვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი სემინარი თემაზე: ”ეკოლოგიური პრობლემები და ახალგაზრდობა”. სემინარი ჩატარდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის II კორპუსში, III სართულზე, საკონფერენციო დარბაზში.

5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1972 წლის 15 დეკემბერს გამოაცხადა. ამ დღეს სტოკჰოლმში გაიხსნა გაეროს კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ადამიანის საარსებო გარემოს პრობლემების განხილვას. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით "გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა" (UNEP) ყოველი წლის 5 ივნისს უძღვნის ერთ-ერთ გარემოსდაცვით საკითხს. გარემოს დაცვის მსოფლიო დღის აღნიშნვა მიზნად ისახავს გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისთვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩაბმას.

2013 წელს გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის თემაა „დაფიქრდი, მიირთვი, დაიცავი “ რომელიც გარემოს დაცვითი პროგრამისა (UNEP) და გაეროს საკვები და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საინფორმაციო კამპანია მიმართულია საკვების არამიზნობრივი ხარჯვის წინააღმდეგ.