31 მარტ

ვირტუალური სამუშაოები ზოგად ქიმიაში

26 მარტს,მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიმართულების სამეცნიერო კუთხის წრეების მოსწავლეებს, სტუმრად ეწვია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ქიმიაში ელექტრონული სწავლების ტექნოლოგიების ცენტრის ხელმღვანელი, პროფესორი ჟუჟუნა პეტრიაშვილი, რომელმაც გააცნო მოსწავლეებს ქიმიაში ვირტუალური სწავლების პროგრამა. სასახლის მოსწავლეებმა დამოუკიდებლად შეძლეს ვირტუალური ექსპერიმენტის ჩატარება, თვითშეფასების ტესტებზე პასუხის გაცემა და დადებითად შეაფასეს სწავლების ასეთი მეთოდი. ღონისძიების ხელმღვანელი ია გოდერძიშვილი, პედაგოგი მზაღო გიგაური. #სასახლისსიახლეები #წარმატებაიწყებააქ
14 მარტ

აბიტურიენტთა საყურადღებოდ!!!

აირჩიეთ ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერისათვის საჭირო საბაკალავრო-საგანმანათლებლო პროგრამები:
1. ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია.
2. მეტალურგია;
3. მასალათმცოდნეობა

რადგან .....
იხილეთ ვრცლად
სიახლეების სრულად ნახვა

პიკნიკი

სამეცნიერო პიკნიკი 2014

მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით 4 ოქტომბერს ქალაქ თბილისში ვაკისპარკში ჩატარდა საერთაშორისო ღონისძიებასამეცნიერო პიკნიკი”. ვაკისპარკში გაშლილი იყო 61 კარავი, მონაწილეობის მისაღებად ჩამოსულები იყვნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. გარდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა მონაწილეობას ღებულობდნენ ასევე ჰუმანიტარებიც. ამ ღონისძიების სამიზნე ძირითადად ბავშვები იყვნენ, თუმცა დიდები ცდიდი ინტერესით ადევნებდნენ თვალყურს და კარგადაც ერთობოდნენ.  ეს ღონისძიება საინტერესო იყო  ნებისმიერი ასაკის  ადამიანისათვის.

ამ ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულები საქართველოს ტექნიკური  უნივერსიტეტის პროფესორები:  ირმა ლაგვილავა, მალხაზ რაზმაძე, თამაზ ქარქუსაშვილი ,  ნინო კილასონია, აკადემიური დოქტორები: სოფიო კობაური, ხათუნა თოფურია და სტუდენტები: თამარ ქოქრაშვილი, ნინო ქარდავა, თეონა მალიაძე,  ვახტანგ თედიაშვილი, მარიამ სუხიტაშვილი, თამარ ახალაძე, თეონა მურველაშვილი,  მურთაზ  ჯადუგიშვილი, მაგისტრანტი არმინე ავაქიანი,  თბილისის №62 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეები: მარიამ ეგეტაშვილი, მარიამ შენგელია  და რუსთავის  28 საჯარო სკოლის  მე-8  კლასის მოსწავლე თორნიკე სურმავა.

 

სტუდენტებმა, მაგისტრმა  და სკოლის მოსწავლეებმა აჩვენეს    ქიმიური ექსპერიმენტები, რომელიც ლამაზი ვიზუალური ეფექტებით გამოირჩევა და გამოიყენება სპეცეფექტების შექმნაში, ასევე სხვადასხვა იონის აღმომჩენი ცდები.

 

რამოდენიმე ექსპერიმენტი კი ჩატარდა  ერთდროულად  ვიზიტორებისა და პროფესიონალი ქიმიკოსების მონაწილეობით. იყო ექსპერიმენტები, რომლებმაც  ვიზიტორებზე  დიდი შთაბეჭდილება მოახდინა  და ისინი ითხოვდნენ ამ ექსპერიმენტების ხელახლა  ჩატარებას. 

ეს ექსპერიმენტებია:

ჭრილობა ბლაგვი დანით; ქიმიური  ვულკანი; ფარაონის გველი; გიგანტური ქაფი;  ნახშირი შაქრისაგან; ცეცხლი ასანთის გარეშე; ფეიერვერკი ხსნარში; ცეცხლი წყლის ქვეშ; ტყვიის ნიტრატის აღმოჩენა. 

მისასალმებელია, რომ უნივერსიტეტებთან ერთად, ამ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სკოლებმა: თბილისის 69, 33, 82  საჯარო სკოლა, ბაქსვუდის სკოლა, თელავის 2 საჯარო სკოლა, თბილისის აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკური  42 საჯარო სკოლა, გიმნაზია „აია ჯესს“, რუსთავის 12  საჯარო სკოლა, ქუთაისის 17 და 33  საჯარო სკოლა, ახმეტის რაიონის ქისტაურის საჯარო სკოლა, ნორჩ მკვლევათა ჯგუფი „ბინული“, ნაფარეულის საჯარო სკოლის „ახალგაზრდა აღმომჩენთა კლუბი“, ბრიტანულ-ქართული აკადემია, ვარიანის საჯარო სკოლის „აღმომჩენთა კლუბი“.

ღონისძიების ორგანიზატორი იყო ილიას სახელმწიფო უივერსიტეტი. ამ ღონისძიებაში ასევე აქტიურად იყო ჩართული  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. უკრაინის სამეცნიერო პიკნიკი, სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამეცნიერო ცენტრი AHHAA-ესტონეთი, კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრი, Science slam, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი, აგრარული და თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველოს პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაცია, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ინოვაციური განათლების ფონდი

სამეცნიერო  პიკნიკის სპონსორები და პარტნიორები იყვნენ- პოლონეთის საელჩო საქართველოში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო, კოპერნიკის ცენტრი (პოლონეთი), ინოვაციური განათლების ფონდი, ესტონეთის განათლების და მეცნიერების სამინისტრო, ტარტუს სამეცნიერო ცენტრი.

 

პირველი პიკნიკი 14 წლის წინ ჩაატარეს პოლონელებმა, კოპერნიკის ცენტრმა. მას შემდეგ პოლონეთში დამკვიდრდა ასევე- მეცნიერების ფეტივალი და მეცნიერების დღე პატარებისთვი

 

სამიზნე ჯგუფია პირველრიგში ბავშვები, მაგრამ პოლონელები ამბობენ, რომ იქ დიდებიც კარგად ერთობიან ქიმიით. მაგ. ერთი იურისტი ყოლიათ, რომელსაც ქიმიკოსობა უნდოდა, მაგრამ გახდა იურისტი და ეხლა ყოველწელს ბავშვობის ოცნებას ისრულებს.