31 მარტ

ვირტუალური სამუშაოები ზოგად ქიმიაში

26 მარტს,მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიმართულების სამეცნიერო კუთხის წრეების მოსწავლეებს, სტუმრად ეწვია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ქიმიაში ელექტრონული სწავლების ტექნოლოგიების ცენტრის ხელმღვანელი, პროფესორი ჟუჟუნა პეტრიაშვილი, რომელმაც გააცნო მოსწავლეებს ქიმიაში ვირტუალური სწავლების პროგრამა. სასახლის მოსწავლეებმა დამოუკიდებლად შეძლეს ვირტუალური ექსპერიმენტის ჩატარება, თვითშეფასების ტესტებზე პასუხის გაცემა და დადებითად შეაფასეს სწავლების ასეთი მეთოდი. ღონისძიების ხელმღვანელი ია გოდერძიშვილი, პედაგოგი მზაღო გიგაური. #სასახლისსიახლეები #წარმატებაიწყებააქ
14 მარტ

აბიტურიენტთა საყურადღებოდ!!!

აირჩიეთ ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერისათვის საჭირო საბაკალავრო-საგანმანათლებლო პროგრამები:
1. ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია.
2. მეტალურგია;
3. მასალათმცოდნეობა

რადგან .....
იხილეთ ვრცლად
სიახლეების სრულად ნახვა

RMG-ის სტიპენდია სტუ-ს სტუდენტებისთვის


     დღეს RMG-ის თბილისის ოფისში, კომპანიის წარმომადგენლებმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 11 წარჩინებული სტუდენტი გამოავლინეს, რომლებიც წლის განმავლობაში ყოველთვიურად "RMG-ის სტიპენდიას" მიიღებენ. სტიპენდიანტებს სამახსოვრო სიგელები კომპანიის კორპორაციულმა დირექტორმა კახაბერ მჭედლიშვილმა და გარემოს დაცვის დირექტორმა მიხეილ კვარაცხელიამ გადასცეს და მათ მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვეს. "RMG-ის სტიპენდიას" 2018 წლის მანძილზე სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის რვა და ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სამი სტუდენტი მიიღებს. #არემჯისსტიპენდია #არემჯისტუდენტებისთვის


        "RMG-ის სტიპენდია" საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.
სამთო-გეოლოგიური და ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის 11 წარჩინებულ სტუდენტს კომპანია RMG ერთი წლის განმავლობაში ყოველთვიურ სტიპენდიას დაუნიშნავს.


         საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის და ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სტუდენტები RMG-ის სტიპენდიანტები გახდნენ