სიახლეების სრულად ნახვა

სამეცნიერო თემატიკა

 

სტუ-ს ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის
ფაკულტეტი
 
 
     I. ქიმიური და ბიოლოგიური ტექნოლოგიების დეპარტამენტში:
 
1.1.   ელექტროქიმიური ინჟინერინგის მიმართულებაზე (ხელმძღვანელი პროფ. გ. აგლაძე):
1.1.1.      მანგანუმის ნედლეულიდან მაღალი დამატებითი ღირებულების პროდუქტების მიღების ტექნოლოგიის დამუშავება;
1.1.2.      ლითონური მასალების კოროზიისა და პასივაციის მექანიზმის კვლევა, ანტიკოროზიული გალვანური დანაფარების მიღების ტექნოლოგიების დამუშავება;
1.1.3.      ბუნებრივი და ჩამდინარე წყლების ელექტროქიმიური გაწმენდა და გაუსნებოვნება;
1.1.4.      დამჟანგველობისა და დეზინფექტანტების (წყალბადის პეროქსიდი, მანგანუმის ქლორის ბრომის ჟანგბადნაერთები) ელექტროსინთეზი;
1.1.5.      დისპერგირებული და გაზ–დიფუზური სამგანზომილებიანი საელექტროდო სისტემები დენის ქიმიური წყაროებისა და ელექტროქიმიური სინთეზისათვის. ელექტროქიმიური რეაქტორების თანამედროვე კონსტრუქციები.
1.2.   სილიკატების ტექნოლოგიის მიმართულებაზე (ხელმძღვანელი პროფ. თ. გაბადაძე):
1.2.1.      სილიკატების ქიმია და ტექნოლოგია (ცემენტი, მინა, კერამიკა, ცეცხლგამძლე, სამშენებლო და სხვა ტრადიციული და ახალი მასალები);
1.2.2.      ელექტრონული ტექნიკის მასალების ქიმია და ტექნოლოგია (ოქსიდური ზეგამტარები, გამტარები, ნახევარგამტარები, დიელექტრიკები, ფერიტები, ლაზერები ბოჭკოვანი ოპტიკის, ოპტოელექტრონიკის და სხვა ახალი მასალები);
1.2.3.      ბიოსამედიცინო მასალების ქიმია და ტექნოლოგია (ბიოკერამიკა, ბიოსიტალები, ბიოშემკვრელები და სხვა).
1.3.   კომპოზიციური მასალების და ნაკეთობების ტექნოლოგიის მიმართულებაზე (ხელმძღვანელი პროფ. ზ. კოვზირიძე):
1.3.1.      ნანოტექნოლოგიებით მიღებული მოწინავე კომპოზიტები კერამიკულ და პოლიმერულ მატრიცაზე;
1.3.2.      კომპოზიტები უჟანგბადო და ჟანგბადიანი ძნელადლღობადი ნაერთების ბაზაზე;
1.3.3.      მაღალი სიმტკიცისა და ტრიბოლოგიური დანიშნულების პოლიმერული კომპოზიტების მიღება და კვლევა;
1.3.4.      ელექტროგამტარი პოლიმერული და კერამიკული კომპოზიტების მიღება და კვლევა.
1.4.   ორგანულ ნივთიერებათა ტექნოლოგიის მიმართულებაზე (ხელმძღვანელი პროფ. მ.მაისურაძე):
1.4.1.      ანტიტუბერკულოზური და ანტივირუსული აქტივობის მქონე ინდოლშემცველი ჰეტეროციკლური ნაერთების სინთეზი და ბიოლოგიური კვლევა;
1.5.   ბიოტექნოლოგიის მიმართულებაზე (ხელმძღვანელი პროფ.  თ. ბუაჩიძე):
1.5.1.      მცენარეული ნედლეულის (ნარჩენების) ბიოკონვერსია;
ა)  ბიოსაწვავის მისაღებად; ბ) საკვები ცილის მისაღებად;
1.5.2.       ცელულოზური ფერმენტების მიღება და გამოყენება.
1.6.   ფარმაკოქიმიისა და ფარმაკოლოგიის მიმართულებაზე (ხელმძღვანელი პროფ. თ.ცინცაძე):
1.6.1.      საქართველოს ბუნებრივი ნედლეულიდან ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ამოღება, მათი ფიზიკური, ფიზიკო–ქიმიური თვისებების და ტოქსიკურობის კომპლექსური შესწავლა და მაგან სამკურნალო პრეპარატების მომზადება;
1.6.2.      მიკროელემენტების ტოლი მედიცინაში;
1.6.3.      ქართველი ქიმიკოსების და ფარმაცევტების როლი ფარმაციის ისტორიაში.
1.7.   არაორგანულ ნივთიერებათა და საყოფაცხოვრებო პროდუქტების ტექნოლოგიის მიმართულებაზე (ხელმძღვანელი პროფ. ლ. გვასალია):
1.7.1.      ახალი კატალიზატორებისა და ადსორბენტების შერჩევა და გამოკვლევა;
1.7.2.      ადგილობრივი ნედლეულის გამოყენება ქიმიურ მრეწველობაში;
1.7.3.       ჩამდინარე წყლებისა და გამავალი აირების გამოყენება.
1.8.   გარემოს დაცვისა და საინჟინრო ეკოლოგიის მიმართულებაზე (ხელმძღვანელი პროფ. ნ.ჩხუბიანიშვილი):
1.8.1.      მრეწველობის ნარჩენების შემცირება და რეკუპერაციის ეფექტური მეთოდების დამუშავება;
1.8.2.      გარემოს გაჭუჭყიანების ანალიზური კონტროლის ფიზიკურ–ქიმიური მეთოდების შემუშავება და ოპტიმიზაცია;
1.8.3.      მემბრანული ტექნიკის და ტექნოლოგიის საფუძველზე წყალმოხმარების შეკრული ციკლების შექმნა.
1.9.   ფიზიკური და კოლოიდური ქიმიის მიმართულებაზე ((ხელმძღვანელი პროფ. ნ.ბოკუჩავა):
1.9.1.      „მრავალკომპონენტიან სისტემებში თერმული დამუშავებისას მიმდინარე ფიზიკურ–ქიმიური პროცესების და მათ შედეგად მიღებული პროდუქტების ფიზიკურ შედგენილობათა შესწავლა და პროგნოზირების საშუალებათა დადგენა“;
1.9.2.      ბუნებრივი სამკურნალო რესურსების: სამკურნალო ტალახების, მცენარეების, ბენტონიტური თიხების, მინერალური, მიწისქვეშა თერმული წყლების ფიზიკურ–ქიმიური შესწავლა მათი სამკურნალო პროფილაქტიკური გამოყენების მიზნით;
1.9.3.      სსს ცენტრში „ტრადიციული ტექნოლოგიები“ – სამკურნალო–პროფილაქტიკური თვისებების მქონე კოსმეტიკური საშუალებების ახალი სახეების შექმნა ბუნებრივი ნედლეულის ბაზაზე;
1.9.4.      სსს ცენტრში „ტრადიციული ტექნოლოგიები“ – მცენარეული რძისა და მისგან პროდუქტების მიღების ტექნოლოგია;
1.10.    ორგანული ქიმიის მიმართულებაზე (ხელმძღვანელი პროფ. ნ. ღონღაძე):
1.10.1.  სპეციფიკური ოპტიკური თვისებების მქონე საღებრები: ფლუორესცენსიული საღებრები, ლუმინოფორები, ანიზოტროპული საღებრები;
1.10.2.  ფაზათშორის კატალიზი;
1.10.3.  ახალი აზოსაღებრების სინთეზი;
1.10.4.  ორგანული მოლეკულების იმიბილიზაცია არაორგანულ და ორგანულ მატრიცებზე;
1.10.5.  სინთეზური საღებრების დეგრადაციული პროცესები;
1.10.6.  ბიოლოგიურად აქტიური ნაერთები.
1.11.    სამედიცინო პოლიმერებისა და ბიომასალების კვლევითი ცენტრი (ხელმძღვანელი პროფ. რ. ქაცარავა):
1.11.1.  ახალი პოლიმერები (ბიოდეგრადირებადი პოლიმერების ახალი ოჯახი);
1.11.2.  ახალი პოლიმერების საფუძველზე მიღებული მასალები წამლის კონტროლირებადი (გახანგრძლივებული მოქმედების პრინციპით მომუშავე) ბიოკომპოზიტები.
1.11. მანგანუმისა და მისი ნაერთების ელექტროქიმიის საპრობლემო ლაბორატორია N 302 (ხელმძღვანელი პროფ. ჯ. შენგელია):
1.1.1. ძირითადი მიმართულებებია: კონცენტრატების ჰიდროელექტრომეტალურგიული გადამუშავების, გზით ელექტროლიზური ლითონური მანგანუმის, მანგანუმის დიოქსიდის, კალიუმის პერმანგანატის, მანგანუმის სულფატის, მანგანუმის ოქსიდის, მანგანუმის კარბონატის, ლითონური სპილენძისა და სხვა სხვა ნაერთების, ახალი საელექტროდო მასალების წარმოების ტექნოლოგიური პროცესების შემუშავება და სრულყოფა.
1.12.    ზოგადი, არაორგანული და ანალიზური ქიმიის მიმართულება (ხელმძღვანელი პროფ. გ. ცინცაძე):
1.12.1.  ლითონის ახალი კოორდინაციული ნაერთები ბიოლოგიურ ლოგანდებთან და მათი გამოყენების პერსპექტივების კვლევა მედიცინაში და ვეტერინარიაში;
1.12.2.  ანალიზურ ქიმიაში გამოყენებული ახალი კოორდინაციული ნაერთების სინთეზი და ფიზიკურ–ქიმიური თვისებების კვლევა.
 
 
 
 
სამეცნიერო მიმართულებები
 
II. მეტალურგიის, მასალათმცოდნეობისა და ლითონების
დამუშავების დეპარტამენტში:
 
2.1.      შავი მეტალურგიის მიმართულებაზე და კაზმის მომზადებისა და გადამუშავების პრობლემურ ლაბორატორიაში (ხელმძღვანელი პროფ. ო. მიქაძე, ასოც. პროფ. ბ. მაისურაძე);
2.1.1.      მეტალურგიული გადამუშავების კაზმის დანაჭროვნების თეორია და პრაქტიკული ტექნოლოგიების დამუშავება;
2.1.2.      სამრეწველო ნარჩენებისა და ღარიბი ნედლეულიდან კომპლექსური შენადნობების მიღების თეორია და პრაქტიკა;
2.1.3.      თუჯის, ფეროშენადნობების, ფოლადის ღუმელგარე დამუშავების თეორია და პრაქტიკა;
2.1.4.      ეგზოთერმული წიდებით ლითონების ღუმელგარე დამუშავების თეორია და პრაქტიკა;
2.1.5.      მაღალხარისხოვანი ლითონების მიღების თანამედროვე ტექნოლოგიური საფუძვლები;
2.1.6.      ფოლადის წარმოებაში მიმდინარე ფიზიკურ–ქიმიური პროცესების მეცნიერული საფუძვლები;
2.1.7.      რკინის და მისი შენადნობების პირდაპირი მიღების პროცესები’
2.1.8.      არატრადიციული აღმდგენელების იდენტიფიკაცია და მათი გამოყენება შავი ლითონების წარმოებაში;
2.1.9.      მეტალურგიული წარმოების ეკოლოგიურად დამზოგი ტექნოლოგიების დამუშავება;
2.1.10.  მეტალურგიული, სამთო–გამამდიდრებელი საწარმოებით გარემოს გაჭუჭყიანების შესწავლა, ღუმლიდან გამომავალი აირების იდენტიფიკაცია და გაწმენდის მეთოდების შემუშავება;
2.1.11.  მანგანუმისა და რკინის შენადნობების გამოსადნობი საკაზმე მასალების წინასწარი მომზადება დნობისათვის;
2.1.12.  დაბალი ხარისხის მანგანუმისა და რკინის წვრილმარცვლოვანი, დისპერსიული მადნებისა და კონცენტრატების, ფეროშენადნობების წარმოების ნარჩენების დანაჭროვნების ტექნოლოგიის დამუშავება;
2.1.13.  მანგანუმის დაბალი ხარისხის მადნებიდან და მადნების გამდიდრების ნარჩენებიდან მეტალურგიული კონცენტრატების მიღების ტექნოლოგიის დამუშავება;
2.1.14.  ადგილობრივი ნახშირებიდან დაყალიბებული კოქსის, სპეციალური სახის აღმდგენელის და ნახევრადკოქსის, აგრეთვე საყოფაცხოვრებო და ენერგეტიკული სათბობის მიიღების ტექნოლოგიის დამუშავება;
2.1.15.  მადანნახშირბადოვანი კომპლექსური მასალების მიღების ტექნოლოგიის დამუშავება კარბოთერმული ელექტროფეროშენადნობთა წარმოებაში გამოყენების მიზნით;
2.1.16.  ფეროშენადნობთა მიღების პროცესების თერმოდინამიკური ანალიზი სპეციალური პროგრამებისა და ეგმ–ის გამოყენებით;
2.1.17.  მანგანუმიანი ფეროშენადნობების მიღების პროცესის ინტენსიფიკაცია საკაზმე მასალების ბრიკეტების გამოყენებით;
2.1.18.  მეტალურგიული წარმოების თერმოდინამიკა და თბოტექნიკა–მეტალურგიული ღუმლების კონსტრუქცია და თბური მუშაობა;
2.1.19.  კაზმის მომზადებისა და გადამუშავების სამეცნიერო პრობლემური ლაბორატორიის მიერ (პროფ. ნ. წერეთლის ხელმძღვანელოვით) 2004 წლიდან „ჭიათურმანგანუმისა და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში დანერგილია ტექნოლოგიები. რომლებიც მადნების გამდიდრების პროცესში მაღალკაჟმიწაშემცველი სპეცპროდუქტების მიღებასა და მისგან სილიკომანგანუმის გამოდნობას ითვალისწინებს (დაცულია პატენტებით)“.
2.1.20.  დამუშავებულია და დანერგილია ჭიათურის მანგანუმის ღარიბი მადნებიდან და გამდიდრების ნარჩენებიდან მაღალფუძიანი კონცენტრატის მიღებისა და მისგან ს/ნ ფერომანგანუმის გამოდნობის ტექნოლოგიები მაღალეკონომიკური ეფექტით.
კაზმის მომზადებისა და გადამუშავების ლაბორატორიაში მიღებული და გამოქვეყნებული შედეგები ფართოდ არის გაშუქებული ფუნდამენტალურ მონოგრაფებში და შეტანილია მოსკოვში გამოსულ უმაღლესი სასწავლებლებისათვის განკუთვნილ გრიფიან სახელმძღვანელოებში.
ბოლო 10 წლის განმავლობაში ლაბორატორიის თანამშრომლების მიერ დაცულია 3 საკანდიდატო და 2 სადოქტორო დისერტაცია.
პრობლემური ლაბორატორიის კოლექტივს მჭიდრო სამეცნიერო თანამშრომლობა აკავშირებს ყოფილი საბჭოთა კავშირის დარგის მოწინავე სამეცნიერო ცენტრებთან (მოსკოვის ფოლადის ინსტიტუტი, რუსეთის მეცნ. აკადემიის ბაიკოვის ინსტიტუტი, უკრაინის ნაციონალური მეტალურგიული აკადემია, „უკრნიისპეცსტალი“ და სხვა). ერთობლოვად გაკეთებულია სამეცნიერო სამუშაოები, გამოქვეყნებულია შრომები, საავტოროები და სხვა.
ბოლო 10 წლის განმავლობაში პრობლემური ლაბორატორიის თანამშრომელთა მიერ მოხსენებები იქნა წარმოდგენილი ოთხ საერთაშორისო კონფერენციაზე (სულ 13 მოხსენება) ქ.ნიკოპოლში.
2.1.21.  შავი მეტალურგიის მიმართულებაზე, თანამშრომელთა ავტორობით (სრული პროფ. გ.ქაშაკაშვილის ხელმძღვანელობით) 2002 წელს პირველადაა გამოცემული ქართული სახელმძღვანელო „ფოლადის მეტალურგია“
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სხვა კათედრებთან ერთობლივად (ხელმძღვანელი პროფ. გ. ქაშაკაშვილი), წიგნის სახით მზადდება გამოსაცემად უკრაინულ–ქართული–რუსული–ინგლისურ–გერმანულ–ფრანგული მეტალურგიული ტერმინების ლექსიკონი, რომლის პირველი ელექტრონული ვერსია 2007 წელს არის გამოცემული კომპაქტ–დისკის სახით.
2.2.   ფერადი ლითონების მეტალურგიის მიმართულებაზე (ხელმძღვანელი პროფ. ზ. ოქროსცვარიძე).
2.2.1.      რაჭისა და ზემო სვანეთის დარიშხანის საბადოების საწარმოო ნარჩენების ეკოლოგიურად უსაფრთხო გადამუშავება;
2.2.2.      არქეოლოგიური (საყდრისის) ოქროს საბადოს შესწავლის დროს მოპოვებული ნიმუშების კვლევა;
2.2.3.      საინსტრუმენტო ფოლადების ალმასის ნაწილაკებით ლეგირება, ფხვნილთა მეტალურგიის წესით;
2.2.4.      სარკინიგზო მეურნეობაში არსებული გაცვეთილი დეტალების აღდგენა–რესტავრაცია დადუღების გზით;
2.2.5.      კაზრეთის სპილენძის საბადოს გამოტუტვა, ძვირფასი ლითონების შლამების მიღებით;
2.2.6.      საქართველოს მდინარეების გაწმენდა მძიმე ტოქსიკური ელემენტებისაგან.
2.3.   მასალათმცოდნეობის მიმართულებაზე: (ხელმძღვანელი პროფ.  ა. გორდეზიანი):
2.3.1.      ულტრადისპერსული და ნანომეტრული ფხვნილების წარმოების ტექნოლოგია (პროფ. მ.ოქროსაშვილი);
2.3.2.      ფაზათა წარმოქმნის თავისებურებანი და სტრუქტურული ზონების განაწილების ხასიათი „ფუძეშრე–დანაფარი“ გარდამავალ ზონებში (მათ შორის შეუთავსებელ წყვილებშიც), რომლებიც ფორმირდება კომპონენტების ორთქლის ნაკადის კონდენსაციის და რეაქტიული დიფუზიის მიმდინარეობის გზით;
2.3.3.      ფუძეშრის ზედაპირის მდგომარეობისა და აგებულების გავლენა კონდენსირებული ფენებისა და შეუთავსებელი წყვილების ადჰეზიასა, სტრუქტურასა და ფაზურ შედგენილობაზე;
2.3.4.      თერმული დამუშავების გავლენა არაწონასწორული კომპოზიტების სტრუქტურასა და ფაზურ შედგენილობაზე;
2.3.5.      ქრომის ფუძის მხურვალმტკიცე შენადნობებზე Fe-Cr-Al-La (Y) ანტიკოროზიული მასალის ელექტრონულ–სხივური აორთქლებისა და კონდენსაციის მეთოდით პრორექტორული დანაფარების მიღების ტექნოლოგია.
2.4.   ლითონთა წნევით დამუშავების მიმართულებაზე (ხელმძღვანელი პროფ. ჯ. ლომსაძე):
2.4.1.      კომპოზიციური ბეტონის მირება მისი არმირება ბაზალტის ძაფით და არმირებული კომპოზიციური ბეტონის ფართოდ გამოყენება სამოქალაქო მშენებლობაში, სხვადასხვა კონსტრუქციებისა და დეტალების წარმოებისას (პროფ. დ. ნოზაძე, პ. ეჯიბია);
2.4.2.       წნევის ქვეშ დიფუზიური შედუღების ტექნოლოგიური პარამეტრების ოპტიმიზაცია, ფოლად–ალუმინის ხარისხოვანი ფენოვანი კომპოზიტების მისაღებად, ელექტრული კონტაქტური გახურების მეთოდები (პროფესორები: დ. ნოზაძე – სტუ და სტეფან ბოიმი–ბრაუნშვეიგის ტექნიკური უნივერსიტეტი–გერმანია; მაგისტრანტი დ. მაჭარაძე).
2.5.      საშემდუღებლო წარმოების მიმართულებაზე (ხელმძღვანელი ა. სულამანიძე):
2.5.1.      დამუშავებულია წინაღობით შედუღების ახალი ტექნოლოგია (ხელმძღვანელი სრ. პროფ. ა. სულამანიძე), საშუალებას იძლევა შესადუღი დეტალების მასალათა სისქეთა სხვადასხვაობისას მიღებული იქნას „ცხელი“ კონტაქტის მიმართ სიმეტრიულად განლაგებული სხმული ბირთვი–შენადუღი წერტილი. დამუშავებული ტექნოლოგია საგრძნობლად ზრდის ნაკერის ხარისხს და სტაბილურობას. დამუშავებულია აგრეთვე ცვლადი დენით მიკროშედუღების ორიგინალური ტექნოლოგია: აღნიშნული ტექნოლოგიები წარმატებით დაინერგა კოსმოსურ მრეწველობაში, კერძოდ:
1)            50+300 მიკრონი სისქის ფურცლები, მზის ბატარეის შესადუღებლად (მოსკოვის დენის წყაროთა ინსტიტუტი);
2)            50+50 მიკრონი სისქის უჟანგავი ფოლადის ფურცლები, ქარტული კოსმოსური ანტენისათვის (საქართველოს კოსმოსურ ნაგებობათა ინსტიტუტი).
2.5.2.      მაღალენტალპიური, ლამინარული პლაზმური დაფრქვევის ტექნოლოგია და პლაზმატრონი.
(ხელმძღვანელი ასოც. პროფ. მ. ხუციშვილი).
აღნიშნული ტექნოლოგიით 1,5–ჯერ მცირდება ფხვნილის გამოყენების კოეფიციენტი, იზრდება პლაზმური ჩირაღდნის სიგრძე, რაც უზრუნველყოფს ნაწილაკების მაქსიმალურ სიჩქარეს და მათ ტემპერატურას, შესაბამისად იზრდება ადგეზია და მცირდება ხმაური 100–120 დეციბელიდან 80–60 დეციბელამდე.
თემა სრულდება სსტც, საერთაშორისო პროექტით G–1196.
2.5.3.      შავი და ფერადი ლითონების ეკოლოგიურად სუფთა პლაზმური ჭრის ტექნოლოგია ხელმძღვანელი ასოც. პროფ. ზ. საბაშვილი).
ეკოლოგიურად სუფთა პროცესი მიიღწევა პლაზმაწარმომქმნელ გარემოდ გადახურებული წყლის ორთქლის გამოყენებით. ეკოლოგიური მახასიათებლები ჰაერ–პლაზმურ ჭრასთან შედარებით მცირდება 60–70%–ით, უმჯობესდება ჭრის ზედაპირების ხარისხი.
2.6.      სამსხმელო წარმოების, ახალი ტექნოლოგიური პროცესების მიმართულებაზე და „მასალათა თვისებების ლაბორატორიაში – N 373“ (ხელმძღვანელი პროფ. ვ. კოპალეიშვილი).
2.6.1.      ალუმინიანი თუჯების ტექნოლოგიური თვისებების და სტრუქტურის გაუმჯობესება. (ხელმძღვანელი პროფ. რ. გვეტაძე);
2.6.2.      სხმული და დეფორმირებული თუჯების აუსტემპერინგი და აისფორმინგი;
2.6.3.      თუჯების მაღალტემპერატურული დეფორმაცია;
2.6.4.      თუჯების თერმო–მექანიკური დამუშავება;
2.6.5.      სტრუქტურა–თვისებები–ტექნოლოგია დამოკიდებულება თუჯებში;
2.6.6.      ფაზური გარდაქმნები თუჯებში;
2.6.7.      თუჯების მაგნიუმით დამუშავების პროცესები;
2.6.8.      ხახუნი და ცვეთა ბეინიტურ და/ან დეფორმირებულ თუჯებში;
2.6.9.      ციკლური დაღლილობა და რღვევა თუჯებში;
        (თემების ხელმძღვანელები: პროფ. ნ. ხიდაშელი, გ. ბერაძე);
2.6.10.  ელექტრო–საიზოლაციო დანაფარების მიღება ელექტრონულ–სხივური მეთოდით და მათი სტრუქტურის და ფიზიკური თვისებების კვლევა;
(ხელმძღვანელი პროფ. კ. ხახანაშვილი).
2.6.11.  კონტროლირებადი გლინვა განხორციელებული ფოლადების ქიმიური შედგენილობით (  ნ/მმ2) ;
2.6.12.  მაღალ ტემპერატურებზე, დარტყმით–კონტაქტური, ციკლური დატვირთვის პირობებში  მომუშავე, გრადიენტული მასალები;
2.6.13.  „სილიციუმის ზღურბლის ეფექტის“ გამოყენება Fe-C შენადნობების მაღალი საკონსტრუქციო სიმტკიცის მისაღებად;
2.6.14.  სპილენძის შემცველი, ნახშირბადულტრამცირე ბეინიტური კლასის ფოლადები უნიკალური თვისებების მისაღებად;
2.6.15.  ბეინიტური თუჯი, როგორც XXI საუკუნის მაღალი საკონსტრუქციო თვისებების მქონე მასალა;
2.6.16.  თვითალესვადი მჭრელი ინსტრუმენტების მიღება სხვადასხვა დისპერსიულობის ცემენტიტების შემცველი, ულტრამცირე მარცვლის მქონე, რკინა–ნახშირბადის შენადნობებისაგან;
2.6.17.  ნანოკრისტალური მდგენელებით არმირებული, რთულ პირობებში მომუშავე, ალუმინიანი ბრინჯაო;
2.6.18.  პრეციზიული ლეგირების მეთოდოლოგია;
2.6.19.  ლითონური პროდუქციის (ნაკეთობების) ექსპერტიზა (2.5.19.1) და სერტიფიკაცია (2.5.19.2).
(2.5.11–2.5.19; თემების ხელმძღვანელი – მიმართულების ხელმძღვანელი და N 373 (ლაბორატორიის სამეცნიერო ხელმძღვანელი, პროფ. ვ. კოპალეიშვილი). ამ ნაწილს გავლილი აქვს მსხვილმასშტაბიანი – 2.5.13, 2.5.18, 2.5.19.1, ხოლო ნაწილი დამუშავების სტადიაშია 2.5.14, 2.5.15, 2.5.16, 2.5.17, 2,5,19,2),