საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტის ისტორია

ჩვენს დრომდე მოღწეული ქართული არქიტეტურული მემკვიდრეობის  თვითმყოფადობა ნათლად მეტყველებს, რომ ჩვენს ქვეყანაში ოდითგანვე მოღვაწეობდნენ მაღალი შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ხუროთმოძღვრები. ქართულ საისტორიო წყაროებში მრავლად  არის მოხსენიებული მათი სახელები და მათ მიერ  შთამომავლობისათვის დატოვებული ზოგადსაკაცობრიო  კულტურული ღირებულების მქონე  ნაწარმოებები.
     საქართველოში მოპოვებული ძველი არქეოლოგიური მასალები, კერძოდ IV საუკუნით დათარიღებული ბერძნული წარწერები, მოწმობენ, რომ ჩვენი ქვეყნის ძველ დედაქალაქ მცხეთას ჯერ კიდევ  იმ დროს ჰყოლია  ქალაქის  ხუროთმოძღვარი და მხატვართუხუცესი –– ავრელიოს აქოლისი.   
       გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში მოიხსენიება ხანძთის ეკლესიის მშენებელი, X საუკუნის პირველი ნახევრის მოღვაწე – ამონა, შემონახულია ასევე  X საუკუნის მოღვაწეების, ოშკის მაშენებლის –გრიგოლის,  ერედვის წმ. გიორგის ტაძარის ხუროთმოძღვარის –თეოდორე თაფლაისძის, მარტვილის ტაძრის დასავლეთ ექვტერის მშენებლის – მიქაელ ოპიზარის, კუმურდოს ტაძრის არქიტექტორის – საკოცარის, XI საუკუნეში მოღვაწე ფოკას ეკლესიის მშენებელის – ბავრელის,  დიდი გომარეთის ღვთისმშობლის ეკლესიის ამშენებელის – მიქაელ ხუცესის. სამთავისის ტაძრის ხუროთმოძღვარის – ვაჩე ყანჩაელის ძის, შემდგომში ეპისკოპოს ილარიონ სამთავნელის,  XIII ს-ის  ხუროთმოძღვარის გუდარეხის, ტაძრის ავტორის – ჭიჭაფორისძის და მრავალ სხვათა სახელები. საკათედრო ტაძრის –– სვეტიცხოველის  კედლის წარწერაში დღემდე შემონახულია  XI საუკუნეში მოღვაწე ხუროთმოძღვარ არსუკიძის სახელი.

      როგორც ჩვენამდე მოღწეული ძეგლების მრავალმხრივი ანალიზი (მათ  შორის  არქიტექტურული და კონსტრუქციული)  ცხადჰყოფს,  ქართული ხუროთმოძღვრების ხანგრძლივ და უაღრესად საინტერესო  ისტორიას კარგად განსწავლული ადამიანები ქმნიდნენ. თუმცა საისტორიო წყაროებმა ვერ შემოგვინახეს ცნობები საქართველოში  იმ  დროს მოქმედი სახუროთმოძღვრებო საგანმანათლებლო  კერების  შესახებ.

       XIX–XX საუკუნეების მიჯნაზე კლასიკურ არქიტექტურულ განათლებას ქართველი ახალგაზრდები  დასავლეთ ევროპის  და რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში იღებდნენ.  

       საქართველოში უმაღლეს  არქიტექტურულ განათლებას 1922 წლის 16 იანვარს ჩაეყარა საფუძველი, როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა პოლიტექნიკური ფაკულტეტი.მის პირველ დეკანად არჩეულ იქნა პროფესორი ალექსანდრე დიდებულიძე (სურ.2).

      პოლიტექნიკური ფაკულტეტი სამი განყოფილებისაგან (სამშენებლო, მექანიკური და სამთამადნო) შესდგებოდა. სამშენებლო განყოფილების ერთ–ერთ სპეციალობას, საგზაო და ჰიდროტექნიკურთან ერთად, წარმოადგენდა „არქიტექტურა“. ეს უმაღლესი სასწავლებელი თანამედროვე არქიტექტურული განათლების პირველ კერა გახდა. აქ მოღვაწეობდნენ ცნობილი არქიტექტორები ლეონ მელიქსედ–ბეკოვი, მიხეილ ნეპრინცევი, სერგეი უკრაინცევი და სხვები. 1924 წელს სამშნებლო  განყოფილების არქიტექტურის სპეციალობას ეწოდა „სახუროთმოძღვრებო“. 

      1928 წლის ოქტომბერში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტის და თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის შერწყმით, რომელიც 1917 წლიდან ფუნქციონირებდა, დაარსდა დამოუკიდებელი უმაღლესი ტექნიკური სასწავლებელი – საქართველოს სახელმწიფო პოლიტექნიკური ინსტიტუტი - სამშენებლო, სამთო-ქიმიური და მექანიკური ფაკულტეტებით. ამ უმაღლეს ტექნიკურ სასწავლებელს 1936 წელს ეწოდა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი, ხოლო 1947 წლიდან – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელმაც 1990 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტატუსი მიიღო.

      1969 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის არქიტექტურის კათედრის ბაზაზე ჩამოყალიბდა არქიტექტურის ფაკულტეტი, რომელშიც შედიოდა სამი კათედრა: არქიტეტურული გეგმარების (კათედრის გამგე–ირაკლი ციციშვილი), არქიტექტურის შესავლის (კათედრის გამგე – მიხეილ ლორთქიფანიძე) და არქიტექტურული კონსტრუქციების.

     არქიტექტურის ფაკულტეტის პირველ დეკანად არჩეულ იქნა დოცენტი აკაკი ბერიშვილი, რომელიც იმავდროულად ითავსებდა არქიტექტურული კონსტრუქციების კათედრის გამგის თანამდებობას.     

     

აკაკი ბერიშვილი (1969–1972  წწ.), ნოდარ მგალობლიშვილი (1973–1974 წწ.), თინათინ ჩიჩუა (1974–1975 წწ.), მიხეილ ლორთქიფანიძე (1975–1978 წწ.), გიორგი სალუქვაძე (1978–1983 წწ.), კონსტანტინე ამირეჯიბი (1983–1987 წწ.), ნიკოლოზ შავიშვილი (1987–1989 წწ.), გოჩა მიქიაშვილი (1989–1991 წწ.).

     1991 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი გადაკეთდა ტექნიკურ უნივერსიტეტად, ხოლო მის შემადგენლობაში მყოფი არქიტექტურის ფაკულტეტის ბაზაზე შეიქმნა არქიტექტურის ინსტიტუტი, რომლის დირექტორი 1991-2005 წლებში გახლდათ არქიტექტურის დოქტორი, პროფესორი გიორგი სალუქვაძე. საგანმანათლებლო პროცესს მასთან ერთად წარმართავდნენ დირექტორის მოადგილეები სასწავლო დარგში ქალბატონი თამარ ჭანტურია, ხოლო სამეცნიერო დარგში–ბატონი ლევან ბერიძე.

            2005 წელს საქართველოს კანონის “უმაღლესი განათლების შესახებ” შესაბამისად მიმდინარე ინსტიტუციური ცვლილებების საფუძველზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ინსტიტუტს კიდევ ერთხელ შეეცვალა სახელი და მას ეწოდა არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტი,  ფაკულტეტის დეკანად არჩეულ იქნა  პროფესორი გოჩა მიქიაშვილი, რომელიც მის მოადგილეებთან ბატონ გიორგი (გია) ნაცვლიშვილთან და ქალბატონ თამარ ჭანტურისათან ერთად დღემდე ხელმძღვანელობს ფაკულტეტს.



ამჟამად, არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტზე სწავლა სამსაფეხურიანია;

პირველი 4 წლიანი საფეხური მოიცავს პროფესიული და საბაკალავრ განათლების პროგრამებს,  მეორე საფეხური 2 წლიანი  და მოიცას სამაგისტრ პროგრამებს, ხოლო მესამე საფეხური, რომელიც 3 წლიანიამოიცავს დოქტორანტურას.


 ფაკულტეტზე ფუნქციონირებს ოთხი დეპარტამენტი:

  • არქიტექტურის და ქალაქგეგმარების 601 დეპარტამენტი.
  • დიზაინის და არქიტექტურათმცოდნეობის 602 დეპარტამენტი.
  • არქიტექტურული საფუძვლების 603 დეპარტამენტი.
  • სახვითი ხელოვნების 604 დეპარტამენტი.


 The History of the Faculty of Architecture,

Urban Planning and Design of the Georgian Technical University


The originality of the heritage of Georgian architecture surviving to our day, clearly speaks to the fact that our country has seen many talented architects since ancient times. Georgian historical sources preserve their names and the heritage they left to the future generations are masterpieces that belong to universal cultural values. 

The oldest archaeological data, namely Greek inscriptions of the 4th century indicate that Mtskheta, the old capital of Georgia, even at that period had its own master architect and artist, Aurelius Akolis. 

The Life of Grigol Khandzteli mentions the builder of the church of Khandzta, a certain Amona, who worked during the first half of the 10th century. History also preserves the names of architects working at the same period: Grigol, the builder of Oshki cathedral; Theodorus Taplaisdze, the master builder of St. George cathedral at Eredvi; Michael Opizari the builder of the western portal of the cathedral of Martvili; Sakotsari, the architect of Kumurdo cathedral. The builders of the 11th century include: Bavreli, the builder of Foka church; Michael Khutsesi, the builder of  the cathedral of Our Lady of Gomareti; Vache of Khanchaeli, later bishop Hilarion Samtavneli, the master builder of Samtavisi cathedral. We also hear of Chichaforisdze, the builder of Gudarekhi cathedral from the 13th century and many more. A mural inscription on Svetistkhoveli Cathedral still preserves the name of its architect Arsukidze, who worked in the 11th century.

Architectural and constructional analysis of the surviving monuments indicates that the long and remarkable history of Georgian architecture created by personalities of great knowledge and learning. But the historical sources fail to provide information concerning medieval architectural educational centres. 

At the turn of the nineteenth and twentieth centuries, Georgian youth obtained their architectural education at institutions in Russia and Western Europe.  

The foundation for higher architectural education in Georgia was laid on January 16, 1922, when the Polytechnic Faculty at the Tbilisi State University opened its doors. The Dean at the time was Professor Alexander Didebulidze. The Polytechnic Faculty included three departments (Construction, Mechanics, Mountain Mining). One of the branches of Department of Construction, apart from road infrastructure and hydrotechnics, was architecture. It became the hearth of contemporary architectural education. Leon Meiqsed-Bekov, Mikheil Neprintsev, Sergei Ukraintsev were among the prominent personalities involved in academic life at the time.

In October 1928 an independent higher technical school, the Georgian Polytechnic Institute, was created from the Polytechnic Faculty of Tbilisi State University and the Tbilisi Polytechnic Institute (founded in 1917). It had three faculties: Construction, Mining and Chemical, and Electromechanics. 

From 1928 the Department of Architecture in the Faculty of Construction was known as the Department of Civil Architecture, from 1930 as the Department for Civil Construction and Design, and from 1933 as the Department of Architecture.

Archil Kurdiani, and Ketevan Sokolova-Kurdiani, who would become very prominent on the Georgian architectural scene, were the first graduates and diploma holders to be educated in Georgia at the Polytechnic Faculty in 1928.

The first half of the 1930s saw the emergence of a pleiade of Georgian architects: Mikhako Shavishvili, Boris Goqadze, Sandro Tevzadze. Mikheil Chkhikvadze. They were joined by their colleagues who were educated in Moscow: Ivane Khirqesali (Khirqesalashvili), Sandro Intskirveli, Shalva Tavadze. Alexander Nikolaishvili, the pioneer of Urbanistics in Georgia was educated in Germany.

These young architects were training at the Faculty together with the painters Henri Hrinevsky and Shalva Mamaladze, the sculptor Giorgi Sesiashvili, the structural engineer Miron Tsuleiskiri and the engineers Valentin Vartapetov and Giorgi Mukhadze.

These young students, who later would become renowned Georgian architects, were mastering the architectural profession:

Bezhan Lortkipanidze, Longinoz Sumbadze, Valerian Kedia, Levan Rcheulishvili, Mikheil Melia, Aleksi Miminoshvili, Sergo Demchinsky, Leo Kharashvili, Ioseb Zaalishvili, Giorgi Gogava, Viacheslav  Qorqashvili, Shalva Tulashvili, Zaqaria Qurdiani, Ivane Chkhenkeli, Levan Janelidze, Levan Mamaladze, Vakhtang Beridze, Manana Kandelaki, Teona Nikoladze, Rusudan Gverdtsiteli, Rusudan Mepisashvili, Kote Melitauri, Sergo Kubaneishvili, Roman Davlianidze, Iury Kasradze, Giorgi Tsetskhladze, Nikoloz Chubinishvili, Vakhtang Peiqrishvili, Archil Tsitsagi, Giorgi Jandieri, Nikoloz Chkhartishvili, Leli Hajibeili, Vakhtang Tsintsadze, Lado Aleksi-Meskhishvili and many more.


In 1969, the Faculty of Architecture emerged from the Department of Architecture in the Faculty of Construction of the Georgian Polytechnic Institute. It was headed in succession by: Akaki Berishvili (1969-1972), Nodar Mgaloblishvili (1973-1974), Tinatin Chichua (1974-1975), Mikheil Lortkipanidze (1975-1978),  Giorgi Salukvadze (1978-1983), Constantine Amirejibi (1983-1987,  Nikoloz Shavishvili (1987-1989), and Gocha Mikiashvili (1989-1991);


In 1991 the Georgian Polytechnic Institute was transformed into the Georgian Technical University, and from the Faculty of Architecture there was created the Institute of Architecture, the director of which between 1991 and 2005 was Professor Giorgi Salukvadze, Doctor of Architecture. 

In 2005, in accordance with constitutional changes in the law “On higher education”, the Institute of Architecture changed its name again and was named the Faculty of Architecture, Urban Planning and Design. The elected head of the faculty since then has been Professor Gocha Mikiashvili.

The academic programme of the Faculty currently has three stages. The first four years include professional and undergraduate (Bachelor’s degree) programmes; the second stage takes two years and includes Master’s programmes; the third, three-year long step is the doctorate.



There are two departments in the Faculty: the Department of the Basics of Architecture and Theory (led by Professor Mzia Milashvili) and the Department of Architecture and Urban Planning (Urbanistics) (led by Professor Nino Imnadze).

The following Courses  are included in these Departments:


Architectural Design;

The Structural Engineering of Buildings and Architectural Physics;

Introduction to Architecture;

Fine Art;

Urban Planning (Urbanistics);

Interior Design and the Design of the Architectural Environment. 

History and Theory of Architecture and Urbanistics.