გ. ნიკოლაძის მედალი

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში დაწესებულია გამოჩენილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის გიორგი ნიკოლაძის სახელობის მედალი, რომელიც დიდი საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭებათ უნივერსიტეტის თანამშრომლებს ხანგრძლივი და ნაყოფიერი სასწავლო-აღმზრდელობითი, მეცნიერული და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის. გიორგი ნიკოლაძის სახელობის მედალი შეიძლება მიენიჭოს საქართველოსა და სხვა ქვეყნის თვალსაჩინო მეცნიერს, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწეს.

ბანერები