სტუ

ლაბორატორია №148 – ცვლადი დენის ელექტრული მანქანების ლაბორატორია ფუნქციონირებს დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში მყოფი 9   სტენდი,   სადაც თვითოეულზე შეიძლება 2-3 ლაბორატორიული სამუშაოს შესრულება, არის ინსტრუქციები. ხელსაწყოები:

სტენდი #1. „ფაზურროტორიანი ასინქრონული ძრავის გამოკვლევა“. მის შემადგენლობაშია: ფუნდამენტზე დამონტაჟებული სამფაზა ინდუქციური რეგულატორი (8 კვა, 220/380 ვ), 3-ფაზა ფაზურროტორიანი ასინქრონული ძრავა (5,4 კვტ; 6,6 კვა) და ელექტრომაგნიტური მუხრუჭი; თვით სტენდი ასაწყობი ელექტრული სქემით, რომელზედაც დამონტაჟებულია მართვის, დაცვის, რეგულირების და გამზომი აპარატები (3 ავტომატური ამომრთველი, 2 დენის ტრანსფორმატორი, არონის სქემით სამფაზა სისტემის სიმძლავრის გაზომვის ვატმეტრი, რეოსტატები, ცვლადი და მუდმივი დენის 3 ვოლტმეტრი და 3 ამპერმეტრი); ძრავის სამფაზა გამშვი რეოსტატი, გადასატანი ტახომეტრი და სხვა.   ამის გარდა არის: სტენდი #3. „მოკლედშეთულ როტორიანი ასინქრონული ძრავის გამოცდა“ სტენდი #4. „ორსიჩქარიანი მოკლედშეთულ როტორიანი ასინქრონული ძრავის გამოცდა“. სტენდი #6. „ასინქრონული გენერატორის გამოკვლევა“ სტენდი #7. „სიხშირის ასინქრონული გარდამსახი“ სტენდი #8. „ძაბვის ინდუქციური რეგულატორი“ სტენდი #12. „სამფაზა სინქრონული გენერატორი“ სტენდი #13. „სინქრონული ძრავის გამოცდა“; სტენდი #14. „სინქრონული გენერატორის ქსელთან პარალელური მუშაობა“;