სტუ

ლაბორატორია №154 - ტრანსფორმატორების ლაბორატორია.  მუშა მდგომარეობაშია 4 ამოცანა, პრაქტიკიდან გამომდინარე, საჭიროა რამოდენიმე ამოცანის დამატება, მაგალითად, ტრანსფორმატორების პარალელური მუშაობა, ძაბვის და დენის ტრანსფორმატორები.

სტენდი #1. „სამფაზა ტრანსფორმატორების შეერთების სქემისა და ჯგუფის განსაზღვრა“. სტენდის  შემადგენლობაში შედის: ძალოვანი სამფაზა TC (მშრალი) ტიპის ტრანსფორმატორი (2,5 კვა); სტენდი სადენების კომპლექტით საცდელი ელექტრული სქემის ასაწყობად და მასზე დამონტაჟებული დაცვის, რეგულირების და გამზომი აპარატებით (ავტომატური ამომრთველები, ფაზომეტრი, ცვლადი დენის ვოლტმეტრები და ამპერმეტრები); გადასატანი სამფაზა რეოსტატი (ელექტრული დატვირთვა) და დამადაბლებელი რეგულირებადი სამფაზა ტრანსფორმატორი. ამის გარდა არის: სტენდი #2. „სამფაზა ორგრაგნილიანი ტრანსფორმატორის გამოცდა“სტენდი #3. „ძალოვანი ტრანსფორმატორების პარალელური მუშაობა“..