ძვირფასო კოლეგებო!
III საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენციის „ენერგეტიკის თანამედროვე პრობლემები და მათი გადაწყვეტის გზები“-ის საორგანიზაციო კომიტეტი გიწვევთ მონაწილეობა მიიღოთ კონფერენციის მუშაობაში, რომელიც ჩატარდება 2021 წლის 7 – დან 10 ივნისამდე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (ქ. თბილისი, საქართველო).
კონფერენციის ორგანიზატორები:
➢ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
➢ ნაციონალური ტექნიკური უნივერსიტეტი „ხარკოვის პოლიტექნიკური ინსტიტუტი“ (უკრაინა);
➢ მიხაილო ოსტროგრადსკის სახელობის ნაციონალური უნივერსიტეტი (უკრაინა);
➢ საქართველოს ენერგეტიკის აკადემია;
➢ სს „თელასი“;
➢ სს „ენერგო პრო ჯორჯია“;
➢ სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“;
➢ შპს „მონტაჟ ჯორჯია“;
➢ შპს „ელ ინდასტრი ჯორჯია“.
კონფერენციის პროგრამის ძირითადი მიმართულებები:
➢ ელექტროენერგეტიკური სისტემები და კომპლექსები;
➢ ელექტრომექანიკური სისტემები;
➢ ელექტრომოხმარების ტექნოლოგიები;
➢ ძალური ელექტრონიკა;
➢ ენერგოეფექტიანობა და განახლებადი ენერგიის წყაროები;
➢ ენერგო-რესურსების დამზოგავი ტექნოლოგიები ენერგეტიკაში;
➢ ინფორმაციული და ციფრული ტექნოლოგიები ენერგეტიკაში;
➢ ენერგეტიკის ეკონომიკა, მენეჯმენტი, მართვა, რეგულირება;
➢ სპეციალისტების მომზადება ენერგეტიკის მიმართულებით.
საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდიუმი
➢ დავით გურგენიძე, კონფერენციის თავმჯდომარე
ტ.მ.დ., პროფესორი, სტუ-ის რექტორი;
➢ ევგენი სოკოლი, კონფერენციის თანათავმჯდომარე
ნტუ „ხპი“- ის რექტორი, უკრაინის მეცნიერებათა ნაციონალური აკადემიის წევრ–კორესპონდენტი (უკრაინა);
➢ რევაზ არველაძე, კონფერენციის თანათავმჯდომარე
ტ.მ.დ., პროფესორი, საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტი;
➢ ვლადიმერ კლეპიკოვი, კონფერენციის თანათავმჯდომარე
ტ.მ.დ., პროფესორი, უკრაინის ინჟინერ-ელექტრიკოსთა ასოციაციის პრეზიდენტი (უკრაინა);
➢ ბადურ ჭუნაშვილი, კონფერენციის თანათავმჯდომარე
ტ.მ.დ., პროფესორი, სტუ-ის ელექტრომოხმარების ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი;
➢ ალექსანდრე პეტროსიანი, კონფერენციის პასუხისმგებელი მდივანი,
აკადემიური დოქტორი, სტუ-ს ასოცირებული პროფესორი.
საორგანიზაციო კომიტეტი
➢ ზვიად ვაშაკიძე - სს „თელასი“;
➢ თეიმურაზ გამრეკელაშვილი - აკადემ. დოქტორი, სს „თელასი“;
➢ უჩა უჩანეიშვილი - სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“;
➢ ენვერ ჩიჩუა - სს "ენერგო პრო ჯორჯია“;
➢ დავით კახიანი - სს „მონტაჟ ჯორჯია“;
➢ ემზარ ჩაჩხიანი - აკადემ. დოქტორი, შპს „ელ ინდასტრი ჯორჯია“;
➢ ნუგზარ ბერიძე - ტ.მ.დ., პროფ., (სემეკი);
➢ ალა დრანკოვა - ტ.მ.კ., ასოცირებული პროფ., (ოდ. საზღვ. აკად., ქ.ოდესა, უკრაინა);
➢ რომან ზაიცევი - ტ.მ.დ., პროფ. (ნტუ „ხპი“, ქ. ხარკოვი, უკრაინა);
➢ ომარ ზივზივაძე - ტ.მ.დ., პროფ., სექციის თავ–რე (აწსუ, ქ.ქუთაისი);
➢ ლევან იმნაიშვილი - ტ.მ.დ., პროფ., სექციის თავ–რე (სტუ);
➢ თორნიკე კიზირია - ტ.მ.კ., სექციის თავ–რე (სტუ);
➢ ომარ კიღურაძე - ტ.მ.დ., პროფ. (სტუ);
➢ ევტიხი მაჭავარიანი - ტ.მ.კ., პროფ., სექციის თავ–რე (სტუ);
➢ თენგიზ მუსელიანი - ტ.მ.კ., პროფ. (სტუ);
➢ მიკოლა მუხა - ტ.მ.დ., პროფ., სექციის თავ–რე (ოდ.საზღვ.აკად., ქ.ოდესა, უკრაინა);
➢ სიმონ ნემსაძე - ტ.მ.კ., პროფ., სექციის თავ–რე (სტუ);
➢ იგორ ორლოვსკი - ტ.მ.დ., პროფ., სექციის თავ–რე (მტუ, ქ. ბიდგოშჩი, პოლონეთი);
➢ არჩილ სამადაშვილი - ტ.მ.დ., პროფ., სექციის თავ–რე (სტუ);
➢ მაია ტუღუში - ტ.მ.კ., ასოც. პროფ. (ბათუმის საზღვაო აკადემია, ქ.ბათუმი);
➢ მამუკა ქობალია - ტ.მ.კ., პროფ., სექციის თავ–რე (სტუ);
➢ ვერა შამარდინა - ტ.მ.კ., პროფ., (ნტუ „ხპი“, ქ, ხარკოვი, უკრაინა);
➢ ლენა შატაკიშვილი - ტ.მ.კ., ასოც. პროფ. (სტუ);
➢ ალექსეი ჩერნი - ტ.მ.დ., პროფ. (კრნუ , ქ, კრემენჩუგი, უკრაინა);
➢ თენგიზ ჯიშკარიანი - ტ.მ.დ., პროფ. (სტუ).
კონფერენციის სამუშაო ენები:
ქართული, ინგლისური, რუსული.
პუბლიკაცია:
მასალები გამოქვეყნდება საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის სამეცნიერო ჟურნალ „ენერგია“-ს სპეციალურ თემატურ გამოცემაში.
სტატიის მოცულობა:
სტატიის მოცულობა შეადგენს A4 ფორმატის 4-6 გვერდს, გაფორმებული თანდართული მოთხოვნების მიხედვით. ერთი ავტორისაგან მიიღება არაუმეტეს 2 ნაშრომისა.
კონფერენციის დაფინანსება:
კონფერენციის საორგანიზაციო ხარჯების დაფინანსებას უზრუნველყოფს სს „თელასი“ და შპს „მონტაჟ ჯორჯია“.
რეგისტრაცია:
მონაწილეთა რეგისტრაცია წარმოებს ელექტრონულად ბმულზე: https://forms.gle/QeBZc3hD6vu8L4k1A
საკონტროლო თარიღები:
2021 წლის 15 აპრილამდე - რეგისტრაცია (ელექტრონულად);
2021 წლის 10 მაისამდე - გამოსაქვეყნებელი მასალების მიღება ელექტრონულად;
2021 წლის 25 მაისამდე - შეტყობინება მასალის გამოსაქვეყნებლად მიღების თაობაზე.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელეფონები: (+995) 593 32 01 22, (+995) 558 12 60 04, (+995) 595 29 00 44;
E-Mail: mppe@gtu.ge;
Internet: www.gtu.ge.