სტუ
21/05/2017

მოდულების არჩევა

2017 წლის 15 მაისს ჩატარდა ენერგეტიკისა  და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ტელეკომუნკაციის პროგრამის მე-2 კურსის სტუდენტთა შეხვედრა დეპარტამენტის პროფესორებთან. შეხვედრის მიზანი იყო, საგნობრივი მიმართულების წამყვანი პროფესორების მხრიდან, სტუდენტებისათვის  III და IV  არჩევითი მოდულების სასწავლო გეგმების გაცნობა და საბაკალავრო თეზისების შესაბამისი სასწავლო კურსების მიმოხილვა.