სტუ
17/05/2016

მოდულების არჩევა

13 მაისს ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის სწავლების მესამე წლის სტუდენტები, ასარჩევი მოდულების განსაზღვრის და მოდულებზე  დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით, შეხვდნენ დეპარტამენტის ხელმძღვანელებს.  სტუდენტების წინაშე გამოვიდნენ, პროფესორები: ს.ნემსაძე; ო.კიღურაძე; ა.სამადაშვილი; შ.ნაჭყებია; დ.ჯაფარიძე; ე.გერსამია; ბ.კვაჭაძე; ბ.ჭუნაშვილი.