სტუ
21/04/2016

შეხვედრა მოსწავლეებთან

2016 წლის 20 აპრილს ქ. რუსთავის და გარდაბნის მუნიციპალიტეტების სკოლების მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდულ ღონისძიებაში „ენერგოეფექტურობა გონივრული არჩევანია“. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ მხარდაჭერილი „დაბალემისიებიანი სტრატეგიების განვითარების შესაძლებლობათა გაძლიერება (EC-LEDS) სუფთა ენერგიის პროგრამა“ ხელს უწყობს ახალგაზრდობას საინფორმაციო სესიების გზით  უკეთ გაეცნოს ენერგოეფექტურ და განახლებადი ენერგიების ტექნოლოგიებს. ღონისძიების  მიზანია ახალგაზრდობის ჩართვა ენერგოეფექტურ ღონისძიებებში, რაც წვლილს შეიტანს კლიმატური ცვლილების შერბილების პროცესში.













სემინარს
წარუძღვა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გია არაბიძე.  პროფესორმა არაბიძემ ისაუბრა ენერგოეფექტურობის მნიშვნელობაზე, ენერგო დაზოგვის გზებზე, ენერგო აუდიტზე, ენერგოეფექტურობაზე  საცხოვრებელ სექტორში, სახლში ენერგიის დაზოგვის მარტივ რჩევებზე,  ენერგო ეფექტურ მოწყობილობებზე,  ენერგოეფექტურ/განახლებად ენერგო  პროექტებზე, რომლებსაც სხვადასხვა დონორი ორგანიზაციები განახორციელებენ, ენერგოეფექტურობასა და კლიმატურ ცვლილებაზე, ასევე, ენერგოეფექტურ ტექნოლოგიებსა და განახლებად ენერგიებზე.   კონკურსის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ მედლებით, ხოლო ყველა მოსწავლეს გადაეცა სერტიფიკატი.