საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ ქეთევან ქუთათელაძეს დაბადების დღეს ულოცავს.
„ძვირფასო ქალბატონო ქეთევან,
გილოცავთ დაბადების დღეს!
გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სულიერ სიმტკიცეს და ოჯახურ კეთილდღეობას. მრავალჟამიერ.
თქვენი პროფესიონალიზმი, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, მრავალწლიანი აკადემიური გამოცდილება და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის განვითარების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილი ენერგეტიკის ფაკულტეტის წარმატების, მისი უწყვეტი განვითარების და იმ მაღალი აკადემიური სტანდარტების განმტკიცების მნიშვნელოვანი წინაპირობაა, რომლებიც ჩვენს უნივერსიტეტს ქვეყნისა და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ღირსეულ ადგილს ანიჭებს.
დარწმუნებული ვარ, თქვენი ხელმძღვანელობით ენერგეტიკის ფაკულტეტი მომავალშიც წარმატებით განავითარებს აკადემიურ და სამეცნიერო საქმიანობას, ღირსეულად უპასუხებს თანამედროვე გამოწვევებს, აღზრდის მაღალკვალიფიციურ ინჟინრებსა და მკვლევრებს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის ენერგეტიკული სექტორისა და მეცნიერების განვითარებაში.
გისურვებთ წარმატებებს, პროფესიულ წინსვლასა და დასახული მიზნების ასრულებას“. – აკადემიკოსი დავით გურგენიძე