სტუ
19/05/2026

ენერგეტიკის სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ღია კარის დღეზე იწვევს

21 მაისს, 12:00 საათზე საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს იწვევს ღია კარის დღეზე.

შეხვედრის ფარგლებში დამსწრეები გაეცნობიან კომპანიის საქმიანობას, პერსონალის განვითარების ცენტრის შესაძლებლობებსა და 20-კვირიან სასწავლო პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს ენერგეტიკის მიმართულებით პროფესიული ცოდნის გაღრმავებას და პრაქტიკული გამოცდილების მიღებას.

ღონისძიების ადგილი: საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის სათაო ოფისი, თბილისი, ბარათაშვილის ქ. 2.

მსურველები, 21 მაისამდე უნდა დაუკავშირდნენ კომპანიის წარმომადგენელს ნინო გვარამაძეს ელექტრონულ მისამართზე: nino.gvaramadze@gse.com.ge.

ღონისძიების მონაწილეებმა უნდა გააგზავნოთ სახელი, გვარი და საკონტაქტო ნომერი.

ან შეავსოთ შემდეგი ფორმა.