საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტზე ახალი საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროექტი – „ენერგეტიკის ღია სივრცე“ – დაიწყო. პროექტის განხორციელების ინიციატორია ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ქუთათელაძე, ხოლო მხარდამჭერი – რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე.