სტუ
09/05/2026

გურამ მახარაძე – 85

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიოს რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, დაბადებიდან 85-ე წლისთავს ულოცავს ენერგეტიკის ფაკულტეტის პროფესორ გურამ მახარაძეს.

„ბატონო გურამ,

გულითადად გილოცავთ იუბილეს.

თქვენი მრავალწლიანი სამეცნიერო, საგანმანათლებლო და პროფესიული საქმიანობა წარმოადგენს ქართული ელექტროენერგეტიკის განვითარების მნიშვნელოვან ნაწილს. როგორც საქართველოს ელექტროენერგეტიკის დამსახურებულმა მუშაკმა, თქვენ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეთ დარგის განვითარებაში, ინჟინერიული აზროვნების გაძლიერებასა და ახალგაზრდა თაობების აღზრდაში.

თქვენი ავტორობით შექმნილი 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და 15-ზე მეტი სახელმძღვანელო დღემდე მნიშვნელოვან აკადემიურ საფუძველს წარმოადგენს როგორც სტუდენტებისთვის, ისე ახალგაზრდა და გამოცდილი მკვლევრებისთვის. აღნიშნული შრომები გამოირჩევა მაღალი სამეცნიერო ღირებულებით, აქტუალობითა და პრაქტიკული მნიშვნელობით, რის გამოც ისინი ფართოდ გამოიყენება სასწავლო და კვლევით პროცესში.

განსაკუთრებული დაფასებისა და აღიარების ღირსია ისიც, რომ თქვენი ხელმძღვანელობით წარმატებით მომზადდა და დაცულ იქნა 30-ზე მეტი სადოქტორო და სამაგისტრო ნაშრომი. ეს არა მხოლოდ თქვენი მაღალი პროფესიონალიზმისა და ნაყოფიერი სამეცნიერო საქმიანობის დასტურია, არამედ ნათლად წარმოაჩენს თქვენს ძლიერ პედაგოგიურ და სამეცნიერო სკოლას, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ახალი თაობის მეცნიერებისა და სპეციალისტების აღზრდაში.

გისურვებთ ჯანმრთელობას და კიდევ მრავალ წარმატებულ წელს ქართული ენერგეტიკისა და მეცნიერების სამსახურში“. – აკადემიკოსი დავით გურგენიძე