„ელექტრული ენერგიის ხარისხის უხილავი რისკების შეფასება თანამედროვე ელექტრულ სისტემებში“ – ეს არის საჯარო ლექციათა ციკლის პირველი თემა, რომელიც ენერგეტიკის ფაკულტეტზე 13 მაისს იწყება.
პირველ საჯარო ლექციას პროფესორი გიორგი არზიანი ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს, ახალგაზრდა მკვლევრებსა და ყველა დაინტერესებულ პირს თანამედროვე ენერგეტიკის სფეროში არსებულ ტენდეციებსა და გამოწვევებზე გაესაუბრება.
ფაკულტეტის ადმინისტრაცია დაინტერესებულ პირებს მოუწოდებს, რომ არ გამოტოვონ შესაძლებლობა შეხვდეთ სფეროს პროფესიონალს და გაიგოთ ის, რაც ხშირად უხილავია, მაგრამ კრიტიკულად მნიშვნელოვანია თანამედროვე ენერგოსისტემებისთვის.
მისამართი: სტუ-ის მე-8 კორპუსი, სააქტო დარბაზი.