სტუ
21/07/2025

„ექსპერიმენტული გაზომვების განუსაზღვრელობის შეფასების თანამედროვე მეთოდები ევროპული სტანდარტების შესაბამისად“ - სემინარი ენერგეტიკის ფაკულტეტზე

3. 1000000106.jpg

9 ივლისს, სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტზე მოქმედ „სათბობის, ენერგეტიკული დანადგარების და სამშენებლო მასალების თბური დიაგნოსტიკის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრში“ პროფ. თ. მიქიაშვილის ინიციატივით, გერმანიის მეტროლოგიის ეროვნული ინსტიტუტიდან (PTB) მოწვეულმა სპეციალისტებმა სემინარი ჩაატარეს თემაზე „ექსპერიმენტული გაზომვების განუსაზღვრელობის შეფასების თანამედროვე მეთოდები ევროპული სტანდარტების შესაბამისად“.

სემინარში მონაწილეობდნენ ენერგეტიკის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები. 
 
სემინარი რეგიონალური PTB პროექტის „ხარისხის ინფრასტრუქტურა გაზრდილი ვაჭრობისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ ფარგლებში ჩატარდა, რომელიც დაფინანსებულია გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.

აღსანიშნავია, რომ სემინარი მიზნად ისახავს ენერგეტიკის ფაკულტეტის „სამშენებლო მასალების სითბური მახასიათებლების გაზომვის ლაბორატორიის“ ტექნიკურ და მეთოდოლოგიურ მოდერნიზაციას ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას  და მის მომზადებას აკრედიტაციის გასავლელად ერთიან ეროვნულ ორგანო - აკრედიტაციის ცენტრში.