სტუ
19/05/2025

სტუ-ის რექტორი და ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი გადაცემაში - "ბიზნესპარტნიორი"

რა როლი აქვს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ენერგეტიკის სექტორის განვითარებაში, რა პროექტები ხორციელდება ენერგეტიკის სექტორში განათლების ხელშეწყობის მიზნით - ამ და სხვა საკითხებზე საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" საუბრობენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე და ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქეთევან ქუთათელაძე.