სტუდენტებისთვის თურქეთის სასტიპენდიო საზაფხულო კვლევის პროგრამა - Türkiye scholarship summer research program გამოცხადდა.
პროგრამა განკუთვნილია ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის, რომელთა ინტერესის სფეროს წარმოადგენს კვლევითი მიმართულებები. დაინტერესებულ სტუდენტებს განაცხადების წარდგენა შეუძლიათ ონლაინ ელექტრონული ბმულზე.
სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება წარმოებს 26 მარტიდან - 11 აპრილამდე.
აღსანიშნავია, რომ თურქული მხარე გამარჯვებულ სტუდენტებს დაუფინანსებს სწავლის, ფრენის, საბანჯის უნივერსიტეტის კამპუსში განთავსებისა და სოციალურ-კულტურული აქტივობების ხარჯებს. ასევე, უნივერსიტეტი სტუდენტებს გამოუყოფს ყოველთვიურ სტიპენდიას 9000 თურქულ ლირას.
დეტალური ინფორმაცია საზაფხულო კვლევითი პროგრამის თაობაზე ხელმისაწვდომია შემდეგ ვებგვერდზე.