სტუ
21/02/2025

სტუ პროფესორებს - ქეთევან და რუსუდან ქუთათელაძეებს დედის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, ენერგეტიკისა და ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტები, სტუ-ის სამეცნიერო და აკადემიური წრეები სამძიმარს უცხადებენ ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის მოადგილეს, პროფესორ რუსუდან ქუთათელაძეს და ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელს, პროფესორ ქეთევან ქუთათელაძეს დედის, თინა მდინარაძე-ქუთათელაძის გარდაცვალების გამო. 

„გამოვთქვამთ ჩვენს წუხილს ქალბატონი თინას გარდაცვალების გამო. ღმერთმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი, სადაც მართალნი განისვენებენ, ხოლო მის შვილებს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს უფალმა მომადლოს მშვიდობა”, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამძიმრის წერილში.