საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, 2024-2025 სასწავლო წლის (საზაფხულო) მეორე სემესტრიდან უნივერსიტეტის ფარგლებში საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის (შიდა მობილობის) მსურველებმა, 3 თებერვლიდან 6 თებერვლის ჩათვლით რეგისტრაციისთვის უნდა მიმართონ შესაბამის ფაკულტეტს (სადაც სწავლობენ ან სწავლობდნენ).