სტუ
29/08/2024

რეგისტრაცია პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე - 2024 წლის საშემოდგომო მიღება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი იწყებს მიღებას 2024  საშემოდგომო სასწავლო წლის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე.

რეგისტრაციის პროცესი დაიწყება 2024 წლის 2 სექტემბერს და გაგრძელდება 22 სექტემბრის ჩათვლით.

რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში, შემდეგ მისამართზე: https://vet.emis.ge/#/registration.

გაითვალისწინეთ, რომ რეგისტრაცია აუცილებელია ყველა აპლიკანტისთვის.


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.