სტუ
12/10/2023

ლიეტუვური ენის კურსები იწყება!

სტუ-ის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრი ლიეტუვური ენის შესწავლის კურსებზე გიწვევთ.

სასწავლო კურსი 30 ოქტომბერს დაიწყება და კვირაში ორჯერ (ორშაბათი და ოთხშაბათი, 17:00 საათი) ჩატარდება.

კურსებზე რეგისტრაცია 15 ოქტომბრის ჩათვლით არის შესაძლებელი და მასზე დასწრება ნებისმიერი უნივერსიტეტის სტუდენტს შეუძლია.

იხილეთ სარეგისტრაციო ფორმა - https://shorturl.at/ahFPS