სტუ
14/11/2022

„ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამის“ ფარგლებში, GITA-ში განაცხადების მიღება დაიწყო




საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში (GITA), „ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამის“ ფარგლებში, განაცხადების მიღება დაიწყო.

პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი სამეცნიერო პროექტების კომერციალიზაციას, რომლებიც ბაზრის საჭიროებებს პასუხობს.

კონკურსის შედეგად, კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე ტექნოლოგიები/ინოვაციები შეირჩევა. შეფასებისთვის მიღებული პროექტების დეტალურ შესწავლას კვალიფიციური და შესაბამისი გამოცდილების მქონე ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები განახორციელებენ.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია, აგრეთვე, განაცხადის ფორმა განთავსებულია ბმულზე

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 30 ნოემბერი.

პროგრამასთან დაკავშირებით, 16 ნოემბერს, 15:00 საათზე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის ბიბლიოთეკის დარბაზში GITA-ს წარმომადგენელი საინფორმაციო შეხვედრას ჩაატარებს და დაინტერესებულ პირებს ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამის მოკლე პრეზენტაციას წარუდგენს, ასევე, საჭირო ინფორმაციას მიაწოდებს. შეხვედრა 1 საათი გაგრძელდება.

„ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამით“ შესაძლოა დაინტერესდნენ სტუ-ს ის მეცნიერები და სტუდენტები, რომლებიც კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე გამოგონებაზე მუშაობენ. გამოგონება ლაბორატორიულ პირობებში (TRL4) უნდა იყოს გამოცდილი.

ღონისძიებაზე დასასწრებად სავალდებულია რეგისტრაცია ბმულით: 

https://forms.gle/8ef4h9FG8vbZdb1n7