
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის 2022 წლის 10 აგვისტოს MES 4 22 0000892637 ბრძანებების თანახმად და სტუ-ის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 4 აგვისტოს N01-05-04/104 დადგენილების საფუძველზე, სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია იწყება.
რეგისტრაცია განხორციელდება ელექტრონულ პლატფორმაზე: register.gtu.ge ,
6 სექტემბრიდან 9 სექტემბრის ჩათვლით.
სადოქტორო პროგრამებზე ჩაბარების მსურველთათვის გასაუბრება უცხოურ ენაში ჩატარდება 2022 წლის 13 სექტემბრის 11:00 საათიდან, სტუ-ის ადმინისტრაციულ კორპუსში, ცენტრალურ ბიბლიოთეკაში (მ. კოსტავას ქ. 77)
შედეგები გამოქვეყნდება სტუ-ის ვებგვერდზე 2022 წლის 14 სექტემბერს.