
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 32 პრიორიტეტულ საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამას, 2022-2023 სასწავლო წელს, სახელმწიფო აფინანსებს. შესაბამისად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, აღნიშნულ პროგრამებზე წელს ჩარიცხული აბიტურიენტების (პირველკურსელების) სწავლის საფასურს სახელმწიფო 4 წლის მანძილზე სრულად დააფინანსებს.
სახელმწიფო დაფინანსება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შემდეგმა პრიორიტეტულმა საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებმა მოიპოვა:
საგანმანათლებლო პროგრამებზე სრულად დაფინანსებული ადგილების რაოდენობის შესახებ დეტალური ინფორმაცია ახლო მომავალში გამოქვეყნდება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების თანახმად, 2022-2023 სასწავლო წელს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს პრიორიტეტული საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსებისთვის 3 966 750 ლარი გამოეყო.
პრიორიტეტული საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამების სია დამტკიცებულია „2022-2023 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებსა და მეცნიერების მინისტრის 2022 წლის 12 აგვისტოს N92/ნ ბრძანების შესაბამისად.