მკვლევრებს ვთავაზობთ ინფორმაციას ევროპული კვლევების საბჭოს (ERC) გრანტების შესახებ, რომელიც "ჰორიზონტი ევროპის" ეროვნულმა ოფისმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მიაწოდა.
12 ივლისს გამოცხადდა “ჰორიზონტი ევროპის” კონკურსი, ევროპული კვლევების საბჭოს (European Research Council) მიმართულებით, საწყის გრანტებზე (Starting Grants). საპროექტო წინადადებების მიღების ვადაა 2022 წლის 25 ოქტომბერი. დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე: https://erc.europa.eu/funding/starting-grants
13 ივლისს გამოცხადდა “ჰორიზონტი ევროპის”კონკურსი, ევროპული კვლევების საბჭოს (European Research Council) მიმართულებით, სინერჯი გრანტებზე (Synergy Grants). საპროექტო წინადადებების მიღების ვადაა 2022 წლის 8 ნოემბერი. დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ბმულზე: https://erc.europa.eu/funding/synergy-grants
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ:
ეკატერინე სანაია (ERC ეროვნული საკონტაქტო პირი) esanaia@rustaveli.org.ge