საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში, მიმდინარე წლის 12 ივლისს, 14:00 საათზე, გაიმართება სამეცნიერო სემინარი თემაზე: „სტოქასტური მოდელირება რთული სისტემების სტრუქტურულ მართვაში“.
სამეცნიერო სემინარზე მოხსენებით წარსდგებიან საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივანი რამაზ ხუროძე და პროფესორი რევაზ კაკუბავა
ღონისძიების ჩატარების ადგილი: სტუ-ის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის სხდომათა დარბაზი;
მისამართი: თბილისი, გრიგოლ ფერაძის ქუჩა #4.