გაცნობებთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროდან შემოვიდა ინფორმაცია (სამინისტროში რეგისტრაციის N319439; 28.03.2022) ესტონეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან არსებული განათლების და ახალგაზრდობის საკითხთა ბორდის (HARNO) 2022-2023 სასწავლო წლისათვის ესტონეთის მთავრობის მიერ დაწესებული სტიპენდიების შესახებ.
წერილის თანახმად, სასტიპენდიო პროგრამები გათვალისწინებულია საერთაშორისო სტუდენტების, მკვლევარებისა და აკადემიური პერსონალისათვის.
განაცხადების მიღება იწარმოებს მიმდინარე წლის 1 აპრილიდან 1 მაისამდე.
დანართი 1და დანართი 2-ის სახით წარმოგიდგენთ ინფორმაციას შემოთავაზებული პროგრამების, საკვალიფიკაციო მოთხოვნების, პირობებისა და განაცხადის შეტანის პროცედურებთან დაკავშირებით.