სტუ

მშენებლობა

სწავლების ენა
ქართული
პროგრამის მოცულობა
240 კრედიტი
ხანგრძლივობა
4 წელი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია
მშენებლობის ინჟინერიის ბაკალავრი

პროგრამის შესახებ

ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა „მშენებლობა“ მიზნად ისახავს მაღალკვალიფიციური მშენებლობის ინჟინერიის ბაკალავრის მომზადებას, რომლებიც ფლობენ როგორც ფუნდამენტურ საინჟინრო ცოდნას, ასევე თანამედროვე პრაქტიკულ უნარებს სამშენებლო საქმიანობის ყველა ძირითად მიმართულებაში.

ვრცლად პროგრამის შესახებ

პროგრამა აერთიანებს საინჟინრო მეცნიერებების საფუძვლებს, სამშენებლო კონსტრუქციების გაანგარიშებას, მშენებლობის ტექნოლოგიას, არქიტექტურულ საფუძვლებს, გეოტექნიკას, გზებს, ხიდებს, გვირაბებს, ჰიდროტექნიკურ ნაგებობებს, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემებს, მშენებლობის ორგანიზაციასა და მართვას, ხარისხის კონტროლს, საინჟინრო უსაფრთხოებას, მონიტორინგსა და ტექნიკურ ექსპერტიზას.

სწავლება ეფუძნება თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომებს და მოიცავს ლექციებს, პრაქტიკულ და ლაბორატორიულ სამუშაოებს, პროექტებზე დაფუძნებულ სწავლებას, საინჟინრო პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებას, კვლევით აქტივობებსა და საწარმოო პრაქტიკას. სტუდენტები სწავლობენ რეალური საინჟინრო პრობლემების ანალიზს, პროფესიული გადაწყვეტილებების მიღებას, გუნდურ მუშაობას და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად პროექტების განხორციელებას.

პროგრამის მნიშვნელოვანი უპირატესობაა მრავალფეროვანი პროფესიული არჩევანი. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ სასწავლო პროცესში გაიღრმაონ ცოდნა შენობა-ნაგებობების, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, ჰიდროტექნიკური სისტემების, სამშენებლო ტექნოლოგიების, ხარისხის მართვის, ტექნიკური ექსპერტიზისა და სხვა აქტუალური მიმართულებების მიხედვით.

კურსდამთავრებულები წარმატებით აგრძელებენ საქმიანობას სამშენებლო და საპროექტო კომპანიებში, საინჟინრო-საკონსულტაციო, საზედამხედველო და საინსპექციო ორგანიზაციებში, სახელმწიფო და მუნიციპალურ უწყებებში, ინფრასტრუქტურულ პროექტებში, აგრეთვე აგრძელებენ სწავლას მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურებზე.

მიღების პირობები

ბაკალავრიატში მიღება ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე, ჩასაბარებელია მათემატიკა ან ფიზიკა,  ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა

სასწავლო გეგმა

სასწავლო გეგმა (PDF) ↗

საგანიკრედიტი
საინჟინრო მათემატიკა 15
ზოგადი ფიზიკა A4
ზოგადი ქიმია A4
ინგლისური ენა 15
გერმანული ენა 1
ფრანგული ენა 1
რუსული ენა 1
მხაზველობითი გეომეტრია3
დაპროგრამების საფუძვლები მშენებლობაში4
გეოდეზია 13
პროფესიული და ბიზნეს კომუნიკაცია3
შესავალი ფსიქოლოგიაში3
ფილოსოფიის საფუძვლები
სოციოლოგიის შესავალი
საქართველოს ისტორია
აკადემიური წერის ელემენტები
კულტუროლოგია
ტექნიკური დიზაინის ისტორია
პოლიტიკის საფუძვლები
მსოფლიო ხელოვნების ისტორია
საინჟინრო მათემატიკა 25
ზოგადი ფიზიკა B4
ინგლისური ენა 25
გერმანული ენა 2
ფრანგული ენა 2
რუსული ენა 2
სამშენებლო ხაზვა4
გეოდეზია 23
თეორიული მექანიკა (სტატიკა)5
ალბათობის თეორია და გამოყენებითი სტატისტიკა5
ინგლისური ენა 35
გერმანული ენა 3
ფრანგული ენა 3
რუსული ენა 3
საშენი მასალები 13
თეორიული მექანიკა (დინამიკა)5
საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკა3
მასალათა გამძლეობა 14
საინჟინრო გეოლოგია და გრუნტების მექანიკა3
სამშენებლო საქმის შესავალი3
მასალათა გამძლეობა 24
ფუძე საძირკვლები3
საშენი მასალები 23
სამშენებლო მექანიკა 13
სამშენებლო ინჟინერიის ამოცანების კომპიუტერული გაანგარიშება6
ზოგადი ჰიდრავლიკა4
ჰიდროლოგიის საფუძვლები3
შენობა-ნაგებობების არქიტექტურა3
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობის საფუძვლები6
ჰიდროტექნიკური მშენებლობის საფუძვლები5
სამშენებლო მანქანები და მოწყობილობები5
სამშენებლო პროცესები5
სამშენებლო მექანიკა 25
ხის, პლასტმასის და მსუბუქი კონსტრუქციები5
რკინაბეტონის და ქვის კონსტრუქციები5
ლითონის კონსტრუქციები5
საინჟინრო უსაფრთხოების საფუძვლები მშენებლობაში4
სამშენებლო ტენდერები, ეთიკა და კონტრაქტები3
ბიზნესის წარმოების პრინციპები3
შენობა-ნაგებობების საინჟინრო აღჭურვა3
წყალმომარაგებისა და წყალარინების საფუძვლები3
გარემოს დაცვა და ეკოლოგია3
მშენებლობის ეკონომიკა5
მშენებლობის ორგანიზაცია და მართვა5
წინასაბაკალავრო პრაქტიკა5
პროფესიული ლიცენზირება და ხარისხის კონტროლი მშენებლობაში4
ბუნებრივ გარემოზე ზემოქმედების შეფასების მოთხოვნები მშენებლობისას3
მშენებლობის შეფასება და ტექნიკური ექსპერტიზის საფუძვლები3
საბაკალავრო ნაშრომი5
გათბობა-თბომომარაგება5
ვენტილაცია და ჰაერის კონდიცირება5
რკინიგზის ლიანდაგის კონსტრუქციული მოწყობა6
ლითონის შენობა-ნაგებობები5
ფასწარმოქმნა და სახარჯთაღრიცხვო საქმე მშენებლობის ინჟინერიაში5
რკინიგზის დაპროექტების საფუძვლები3
რკინიგზის მშენებლობის ტექნოლოგია6
მცირე მექანიზაციის საშუალებები მშენებლობაში5
საავტომობილო გზების და აეროდრომების მშენებლობის ტექნოლოგია5
საავტომობილო გზებისა და აეროდრომების დაპროექტების საფუძვლები5
საგვირაბო გადაკვეთების მოწყობა6
საზღვაო პორტები და ნაგებობები5
სამშენებლო სამუშაოების ხარისხის კონტროლი საავტომობილო გზებზე5
სამშენებლო სარემონტო სამუშაოები5
მშენებლობის კომპლექსური მექანიზაცია5
სამშენებლო წარმოების თანამედროვე მეთოდები5
სატრანსპორტო გვირაბების გაანგარიშების საფუძვლები3
სატრანსპორტო გვირაბების მშენებლობის ტექნოლოგია6
საშენი მასალების კვლევა-ძიების და კონტროლის მეთოდები5
სახიდე გადასასვლელები და მცირე საგზაო ნაგებობები6
ტექნიკური ზედამხედველობა მშენებლობაზე5
რკინაბეტონის შენობა-ნაგებობები5
შენობათა თბური რეჟიმი5
შენობა-ნაგებობების აგების ტექნოლოგია5
შენობა-ნაგებობების აღდგენა-გაძლიერება5
შენობა-ნაგებობების დაზიანების დიაგნოსტიკა5
შენობა-ნაგებობების ტექნიკური ექსპლუატაცია5
დაბალი ინტენსივობის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის გაანგარიშება კომპიუტერული პროგრამა „SOFISTIK”-ის გამოყენებით5
წყალარინების სისტემების მშენებლობა5
წყალმომარაგების და წყლის არინების სისტემები5
წყალმომარაგების სისტემების მშენებლობა5
ხიდების მშენებლობის ტექნოლოგია6
სამშენებლო ამწეები და მექანიზმები5
ხიდების გაანგარიშების საფუძვლები3
ჰიდროელექტროსადგურები5
ჰიდროტექნიკური ნაგებობები5
გაზმომარაგება5
რისკების მართვა და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღების მეთოდები5
რკინიგზის ლიანდაგის მოვლა-შენახვა5
საავტომობილო გზების და აეროდრომების მოვლა-შენახვა5
სატრანსპორტო გვირაბების მოვლა-შენახვა5
სამშენებლო კონსტრუქციების სეისმომედეგობა5
წყალმომარაგების და წყალარინების სისტემების ექსპლუატაცია5
ხიდების მოვლა-შენახვა5
ჰიდროსაიზოლაციო, თბოსაიზოლაციო და მოსაპირკეთებელი მასალები5
ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობის წარმოება და ორგანიზაცია5
საშენი მასალებისა და ნაკეთობების საწარმოთა ტექნოლოგიური მანქანები და მოწყობილობები5
დედამიწის ისტორია3
რკინიგზის მშენებლობის ისტორია3
მშენებლობა და კულტურა4
სასამართლო საამშენებლო-ტექნიკური ექსპერტიზის საფუძვლები4
მწვანე მშენებლობა3
ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები5
სტილი არქიტექტურაში5
შესავალი ფერთამცოდნეობაში5
ჰიდროგეოლოგია5
განახლებადი ენერგიით გათბობა5
ლიფტები და შენობების ენერგომომარაგება5
მარკეტინგი მშენებლობაში5
წყლის ეკოლოგია5
შენობა-ნაგებობათა გამოცდა5
მშენებლობა და გარემო5
ინფორმატიკის საფუძვლები5
წყლის რესურსების დაცვა5
ჰიდროენერგეტიკის დარგი და ქვეყნის ეკონომიკა5
მეტროპოლიტენის მშენებლობის ისტორია3
წარმატების სტრატეგია3
ჰიდროინჟინერია ენერგეტიკასა და მელიორაციაში5
საგზაო მშენებლობის ისტორია4
მიწის ვაკისის წარეცხვისაგან დამცავი ნაპირსამაგრი და სარეგულაციო ნაგებობები5
ხელოვნური ნაგებობების განვითარების ისტორია4
სულ240

კონტაქტი

ტელ: (+995 32) 2 77 11 11 ; ელ-ფოსტა: samsheneblo@gtu.ge

აკადემიური დეპარტამენტები

აკადემიური დეპარტამენტები ↗