სტუ

მშენებლობის ინჟინერია და მენეჯმენტი

სწავლების ენა
ქართული
პროგრამის მოცულობა
180 / 240 კრედიტი
ხანგრძლივობა
3 / 4 წელი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია
მშენებლობის ინჟინერიის და მენეჯმენტის ბაკალავრი

პროგრამის შესახებ

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა „მშენებლობის ინჟინერია და მენეჯმენტი“ წარმოადგენს 180 კრედიტის მოცულობის ინტერდისციპლინურ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც აერთიანებს მშენებლობის ინჟინერიის, სამშენებლო ტექნოლოგიებისა და მენეჯმენტის სფეროებს. პროგრამა ორიენტირებულია თანამედროვე სამშენებლო სექტორის მოთხოვნებთან შესაბამისი კომპეტენციების მქონე სპეციალისტების მომზადებაზე და ეფუძნება საინჟინრო ცოდნის, მენეჯერული მიდგომებისა და პრაქტიკული უნარების ურთიერთკავშირს. პროგრამის შინაარსი უზრუნველყოფს სტუდენტისთვის როგორც დარგის ფუნდამენტური პრინციპების, ისე თანამედროვე საინჟინრო და მენეჯერული მიდგომების თანმიმდევრულად ათვისებას.

ვრცლად პროგრამის შესახებ

პროგრამის ფარგლებში სტუდენტი იძენს მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, საინჟინრო დისციპლინებისა და სამშენებლო პროცესების საფუძვლიან ცოდნას, ასევე ეუფლება შენობა-ნაგებობების საინჟინრო და კონსტრუქციული სისტემების, საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების დაგეგმვისა და განხორციელების, სამშენებლო რესურსების მართვისა და სამშენებლო მოედანზე მიმდინარე პროცესების ორგანიზების პრინციპებს. მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა სამშენებლო-საინვესტიციო და დეველოპერული პროექტების დაგეგმვისა და მართვის, ფინანსური, მატერიალური და ადამიანური რესურსების ეფექტიანი გამოყენების, უძრავი ქონების ბაზრის ფუნქციონირების, აგრეთვე სამშენებლო სფეროს სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი გარემოს ანალიზის საკითხებს. პროფესიული საქმიანობის კონტექსტში გათვალისწინებულია შრომის უსაფრთხოების, ეკოლოგიური უსაფრთხოების, სამართლებრივი და ეთიკური ნორმების დაცვის მნიშვნელობა.

პროგრამა, ამასთანავე, მიმართულია სტუდენტის კვლევითი, ანალიტიკური, კომუნიკაციური და გუნდური მუშაობის კომპეტენციების განვითარებაზე. კურსდამთავრებულს შეუძლია საინჟინრო და მენეჯერული პრობლემების იდენტიფიცირება, მათი გადაჭრის შესაბამისი მიდგომების შერჩევა, კვლევითი და პრაქტიკული პროექტების განხორციელება და მიღებული შედეგების კრიტიკული შეფასება. პროგრამა ქმნის საფუძველს კურსდამთავრებულთა დასაქმებისა და პროფესიული საქმიანობისთვის მშენებლობის ინჟინერიისა და მენეჯმენტის სფეროში, ასევე სწავლის შემდგომ საფეხურზე გაგრძელებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარებისათვის.

პროგრამა მოიცავს ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამისი შინაარსის სასწავლო კურსებს (177 კრედიტი) და თავისუფალ  კომპონენტს (3 კრედიტი). თითოეული სემესტრის  მოცულობა არის – 30 კრედიტი. პროგრამის ხანგრძლივობაა 3 წელი (6 სემესტრი) მშენებლობის ინჟინერიის და მენეჯმენტის ბაკალავრის კვალიფიკაცია მიენიჭება ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამისი შინაარსის სასწავლო კურსების არანაკლებ 177 კრედიტის და თავისუფალი კომპონენტის 3 კრედიტის ათვისების შემთხვევაში. პროგრამა შედგენილია ევროპული კრედიტების ტრანსფერის სისტემის (ECTS) მიხედვით, 1 კრედიტი 25 საათს უდრის და მოიცავს საკონტაქტო და დამოუკიდებელი მუშაობის საათებს. კრედიტების განაწილება წარმოდგენილია სასწავლო გეგმაში.

მიღების პირობები

ბაკალავრიატში მიღება ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე, ჩასაბარებელია მათემატიკა ან ფიზიკა,  ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა.

სასწავლო გეგმა

180 კრედიტი · 3 წელი

სასწავლო გეგმა (PDF) ↗

საგანიკრედიტი
საინჟინრო მათემატიკა 15
ზოგადი ფიზიკა 1M5
ზოგადი ქიმია5
კომპიუტერული გრაფიკული პროგრამები5
სახელმწიფო ენის სპეციალური კურსი5
ინგლისური ენა 15
გერმანული ენა 15
ფრანგული ენა 15
რუსული ენა 15
საინჟინრო მათემატიკა 25
გამოყენებითი მექანიკა 15
ეკონომიკის პრინციპები3
მენეჯმენტი5
საშენი მასალები4
ინგლისური ენა 25
გერმანული ენა 25
ფრანგული ენა 25
რუსილი ენა 25
შესავალი ფსიქოლოგიაში3
ფილოსოფიის შესავალი3
სოციოლოგიის შესავალი3
პოლიტიკის საფუძვლები3
საქართველოს ისტორია და კულტურა3
საინჟინრო სტატისტიკა5
თანამედროვე საინჟინრო საზომი ხელსაწყოები5
სამშენებლო კონსტრუქციები 15
ციფრული ტექნოლოგიები მენეჯმენტში5
გამოყენებითი მექანიკა 25
მშენებლობის ეკონომიკა5
მშენებლობის წარმოების ტექნოლოგია5
მშენებლობა და ხარისხის კონტროლი4
საინჟინრო უსაფრთხოება და გარემოს დაცვა4
სამშენებლო კონსტრუქციები 23
ბიზნეს გარემო სამშენებლო საქმიანობისათვის4
მარკეტინგი5
ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგება5
მშენებლობის ხარჯთაღრიცხვა5
სამშენებლო პროექტების მენეჯმენტი5
მშენებლობის ორგანიზაცია და დაგეგმვა5
სამშენებლო სამართალის საფუძვლები4
სამშენებლო ლიცენზირება და ტენდერები5
შენობა-ნაგებობების არქიტექტურა3
უძრავი ქონების შეფასება3
საგადასახადო საქმე3
ბიზნესის ეთიკა და სოციალური პასუხისმგებლობა3
ჰიდროტექნიკური ნაგებობები3
მწვანე მშენებლობა და ენერგოდამზოგი ტექნოლოგიები5
პრაქტიკა (სტაჟირება)15
საბაკალავრო პროექტი10
სულ180
პროგრამა სტუ-ის ცენტრალურ კატალოგში ↗
240 კრედიტი · 4 წელი

სასწავლო გეგმა (PDF) ↗

საგანიკრედიტი
საინჟინრო მათემატიკა 15
ზოგადი ფიზიკა 15
ზოგადი ქიმია5
ეკონომიკის პრინციპები5
ინგლისური ენა 15
გერმანული ენა 15
ფრანგული ენა 15
რუსული ენა 15
წერითი და ზეპირი კომუნიკაციები5
საინჟინრო მათემატიკა 25
ზოგადი ფიზიკა 25
თეორიული მექანიკის კურსი5
ინგლისური ენა 25
გერმანული ენა 25
ფრანგული ენა 25
რუსული ენა 25
შესავალი ფსიქოლოგიაში3
ფილოსოფიის საფუძვლები3
პოლიტიკის საფუძვლები3
სოციოლოგიის შესავალი3
საქართველოს ისტორია3
ტექნიკური დიზაინის ისტორია3
მსოფლიო ხელოვნების ისტორია3
კულტუროლოგია3
პროფესიული და ბიზნეს კომუნიკაცია3
დაპროგრამების საფუძვლები მენეჯმენტში4
გეოტექნიკური ინჟინერიის საფუძვლები3
ინგლისური ენა 35
გერმანული ენა 35
ფრანგული ენა 35
რუსული ენა 35
სტატისტიკის საფუძვლები3
მენეჯმენტის საფუძვლები5
მასალათა გამძლეობა5
გეგმილური და სამშენებლო ხაზვა5
საინჟინრო გეოდეზიის საფუძვლები5
ინგლისური ენა 45
გერმანული ენა 45
ფრანგული ენა 45
რუსული ენა 45
საშენი მასალები5
სამშენებლო მექანიკა5
ბიზნესის წარმოების საფუძვლები4
მშენებლობის ეკონომიკა5
საბუღალტრო აღრიცხვის საფუძვლები3
სამშენებლო კონტრაქტები და სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება5
გარემოს დაცვა და ეკოლოგია3
სამშენებლო კონსტრუქციები5
შესავალი ადამიანური რესურსების მენეჯმენტში3
მარკეტინგის პრინციპები5
მშენებლობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა5
პროფესიული ლიცენზირება და ხარისხის კონტროლი მშენებლობაში4
ფინანსური აღრიცხვა5
სამშენებლო პროცესები5
მშენებლობის ხარჯთაღრიცხვა5
სამშენებლო სამართლის საფუძვლები3
საინჟინრო უსაფრთხოების საფუძვლები მშენებლობაში4
სამშენებლო პროექტების მენეჯმენტი5
მშენებლობის ორგანიზაცია და დაგეგმვა5
შენობა-ნაგებობების არქიტექტურა3
საგადასახადო საქმე3
ინჟინერინგის მენეჯმენტი3
სამშენებლო მანქანები3
დეველოპმენტის საინვესტიციო – სამშენებლო პროექტის მენეჯმენტი5
სამშენებლო ბიზნესის ტექნიკურ – ეკონომიკური ანალიზი5
შენობების და ნაგებობების საინჟინრო კომუნიკაციები5
ფინანსური მენეჯმენტი5
მშენებლობის მარკეტინგი5
რისკის მართვა და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღების მეთოდები5
უძრავი ქონების შეფასება5
წინასაპროექტო პრაქტიკა5
რკინაბეტონის კონსტრუქციების გამოყენებით შენობა–ნაგებობების დაპროექტება5
სამშენებლო ტექნიკური ექსპერტიზის საფუძვლები5
უძრავი ქონების მართვა5
საბაკალავრო პროექტი10
მშენებლობა და კულტურა4
სტილი არქიტექტურაში5
ლანდშაფტური მშენებლობა3
საქართველოს ეკონომიკა3
წარმატების სტრატეგია5
ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები5
კრიტიკული აზროვნების ელემენტები5
სამშენებლო სარემონტო სამუშაოები5
სასამართლო საამშენებლო-ტექნიკური ექსპერტიზის საფუძვლები5
დედამიწის ისტორია3
თანამედროვე არქიტექტურის ისტორია5
ძველი სამყაროს სივრცობრივი აზროვნება5
კონსტრუქციული ნახატი4
საგზაო მშენებლობის ისტორია4
მეტროპოლიტენის მშენებლობის ისტორია3
სულ240
პროგრამა სტუ-ის ცენტრალურ კატალოგში ↗

კონტაქტი

ბაკალავრიატი - 577 714 779 ; ელ-ფოსტა: samsheneblo@gtu.ge

აკადემიური დეპარტამენტები

აკადემიური დეპარტამენტები ↗