სამოქალაქო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა სტუდენტებს აძლევს მყარ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს შენობა-ნაგებობების, გზების, ხიდების, წყალმომარაგებისა და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების დაგეგმვის, გაანგარიშებისა და მართვის მიმართულებით. პროგრამა ხელს უწყობს საინჟინრო აზროვნების, პრობლემების გადაჭრის, გუნდური მუშაობისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარების განვითარებას. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს ენიჭება მეცნიერების ბაკალავრის ხარისხი სამოქალაქო ინჟინერიაში, რაც მას დასაქმებისა და შემდგომი აკადემიური განვითარების ფართო შესაძლებლობებს უქმნის.
პროგრამის მოცულობა კრედიტებით: სტუდენტმა ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის „სამოქალაქო ინჟინერიის“ ფარგლებში „მეცნიერების ბაკალავრი სამოქალაქო ინჟინერიაში“ აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად უნდა დააგროვოს არანაკლებ 240 კრედიტი, რაც უზრუნველყოფს პროგრამის მიზნებისა და შესაბამისი სწავლის შედეგების მიღწევას უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოს ბაკალავრიატის საფეხურის აღმწერის შესაბამისი დონით.
პროგრამა შედგენილია ევროპული კრედიტების ტრანსფერის სისტემის (ECTS) მიხედვით, 1 კრედიტი 25 საათს უდრის და მოიცავს საკონტაქტო და დამოუკიდებელი მუშაობის საათებს. კრედიტების განაწილება წარმოდგენილია სასწავლო გეგმაში.
სწავლის ხანგრძლივობა: პროგრამის ხანგრძლივობა განისაზღვრება არანაკლებ 4 წლით (8 სემესტრი),
სემესტრი მოიცავს 18 კვირას. სტუ-ში ერთი სემესტრის განმავლობაში 13 კვირა სასწავლოა (სააუდიტორიო მეცადინეობების) და 5 – სასესიო (შუასემესტრული, დასკვნითი და დამატებითი გამოცდების).
საგანმანათლებლო პროგრამის სტრუქტურა: საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამისი შინაარსის სავალდებულო კომპონენტებს – ჯამში – 207 კრედიტს, ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამისი შინაარსის სავალდებულო არჩევით კომპონენტებს – ჯამში 33 კრედიტს.
ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამისი შინაარსის სავალდებულო კომპონენტები მოიცავს – ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამისი შინაარსის სავალდებულო სასწავლო კურსებს (ჯამში 240 კრედიტი), საბაკალავრო პრაქტიკას – 5 კრედიტი და საბაკალავრო პროექტს 8 კრედიტის მოცულობით.
ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამისი შინაარსის სავალდებულო არჩევით კომპონენტებია :
სამოქალაქო ინჟინერიის პროგრამა ამჟამად გადის ABET-ის (Accreditation Board for Engineering and Technology) საინჟინრო აკრედიტაციის კომისიის — EAC-ის (Engineering Accreditation Commission) მიერ აკრედიტაციის პროცესს. აღნიშნული პროცესი ხელს უწყობს პროგრამის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას და კურსდამთავრებულთა გლობალური კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას.
სტუ-ს სამშენებლო ფაკულტეტმა სამოქალაქო ინჟინერიის პროგრამისთვის განსაზღვრა შემდეგი საგანმანათლებლო მიზნები:
პროგრამის დასრულებისას კურსდამთავრებულს აქვს:
ბაკალავრიატში მიღება ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე, ჩასაბარებელია მათემატიკა ან ფიზიკა, ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა.
| საგანი | კრედიტი |
|---|---|
| კალკულუს C1 | 8 |
| ზოგადი და არაორგანული ქიმია A | 8 |
| ბიოლოგიის საფუძვლები | 6 |
| ინგლისური ენა –1 | 5 |
| გერმანული ენა –1 | 5 |
| ფრანგული ენა –1 | 5 |
| რუსული ენა – 1 | 5 |
| საქართველოს ისტორია და კულტურა | 3 |
| ფილოსოფიის შესავალი | 3 |
| სოციოლოგია | 3 |
| კალკულუს C2 | 7 |
| ზოგადი ფიზიკა 1A | 7 |
| სახელმწიფო ენის სპეციალური კურსი | 5 |
| გეოდეზია სამოქალაქო ინჟინერიაში | 6 |
| ინგლისური ენა -2 | 5 |
| გერმანული ენა -2 | 5 |
| ფრანგული ენა – 2 | 5 |
| რუსული ენა – 2 | 5 |
| კომპიუტერული საინჟინრო გრაფიკა სამოქალაქო ინჟინერიაში | 5 |
| შესავალი სამოქალაქო ინჟინერიაში | 3 |
| კალკულუს C3 | 8 |
| ზოგადი ფიზიკა 2B | 7 |
| თეორიული მექანიკა (სტატიკა) | 5 |
| სტატისტიკური მეთოდები ინჟინერიაში | 4 |
| ინგლისური ენა –3 | 5 |
| გერმანული ენა -3 | 5 |
| ფრანგული ენა – 3 | 5 |
| რუსული ენა -3 | 5 |
| ინგლისური ენა– 4 | 5 |
| გერმანული ენა -4 | 5 |
| ფრანგული ენა – 4 | 5 |
| რუსული ენა 4 | 5 |
| ჩვეულებრივი დიფერენციალური განტოლებები | 5 |
| თეორიული მექანიკა (დინამიკა) | 5 |
| საშენი მასალები | 5 |
| მასალათა გამძლეობა | 5 |
| ეკონომიკის პრინციპები | 3 |
| მშენებლობის მეთოდები | 5 |
| გეოტექნიკური ინჟინერია | 5 |
| სითხეების მექანიკა | 5 |
| გეოინფორმაციული სისტემები | 5 |
| სამშენებლო მანქანები | 3 |
| სამშენებლო მექანიკის საფუძვლები | 6 |
| გარემოს ინჟინერია | 6 |
| სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა | 6 |
| ჰიდროლოგია და ჰიდრომეტრია | 6 |
| გამოყენებითი ჰიდრავლიკა | 6 |
| შენობა-ნაგებობების დაპროექტება რკინაბეტონის კონსტრუქციებით | 6 |
| ღია კალაპოტების ჰიდრავლიკა | 6 |
| ფუძე საძირკვლების ინჟინერია და დეფორმაცია ნაგებობებში | 6 |
| საგზაო მოძრაობის დაგეგმვა | 6 |
| წყლის მიწოდებისა და განაწილების სისტემები | 6 |
| ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობა | 6 |
| საავტომობილო გზების ინჟინერია | 6 |
| მშენებლობის ხარჯთაღრიცხვის პრინციპები | 4 |
| მშენებლობის ეკონომიკის პრინციპები | 4 |
| საბაკალავრო პრაქტიკა | 5 |
| წყლის გაწმენდის ინჟინერია | 6 |
| ლითონის კონსტრუქციები | 6 |
| დროებითი ნაგებობების დაპროექტება | 6 |
| ჩამდინარე წყლების გაწმენდის ინჟინერია | 6 |
| ირიგაცია და დრენაჟი | 6 |
| რკინიგზის ინჟინერია | 6 |
| სამშენებლო პროექტების მენეჯმენტი | 6 |
| მყარი და სახიფათო ნარჩენების ინჟინერია | 6 |
| ხიდების ინჟინერია | 6 |
| უსაფრთხოების ტექნიკა მშენებლობაზე | 4 |
| საბაკალავრო პროექტი | 8 |
| სულ | 240 |
592 822 722 ; ელ-ფოსტა: samsheneblo@gtu.ge