სტუ

სამოქალაქო ინჟინერია

სწავლების ენა
ინგლისური
პროგრამის მოცულობა
240 კრედიტი
ხანგრძლივობა
4 წელი
მისანიჭებელი კვალიფიკაცია
მეცნიერების ბაკალავრი სამოქალაქო ინჟინერიაში

პროგრამის შესახებ

სამოქალაქო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამა სტუდენტებს აძლევს მყარ თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარებს შენობა-ნაგებობების, გზების, ხიდების, წყალმომარაგებისა და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების დაგეგმვის, გაანგარიშებისა და მართვის მიმართულებით. პროგრამა ხელს უწყობს საინჟინრო აზროვნების, პრობლემების გადაჭრის, გუნდური მუშაობისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარების განვითარებას. პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს ენიჭება მეცნიერების ბაკალავრის ხარისხი სამოქალაქო ინჟინერიაში, რაც მას დასაქმებისა და შემდგომი აკადემიური განვითარების ფართო შესაძლებლობებს უქმნის.

ვრცლად პროგრამის შესახებ

პროგრამის მოცულობა კრედიტებით: სტუდენტმა ბაკალავრიატის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის „სამოქალაქო ინჟინერიის“ ფარგლებში „მეცნიერების ბაკალავრი სამოქალაქო ინჟინერიაში“ აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად უნდა დააგროვოს არანაკლებ 240 კრედიტი, რაც უზრუნველყოფს პროგრამის მიზნებისა და შესაბამისი სწავლის შედეგების მიღწევას უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოს ბაკალავრიატის საფეხურის აღმწერის შესაბამისი დონით. პროგრამა შედგენილია ევროპული კრედიტების ტრანსფერის სისტემის (ECTS) მიხედვით,  1 კრედიტი 25 საათს უდრის და  მოიცავს საკონტაქტო და დამოუკიდებელი მუშაობის საათებს. კრედიტების განაწილება წარმოდგენილია სასწავლო გეგმაში.

სწავლის ხანგრძლივობა: პროგრამის ხანგრძლივობა განისაზღვრება არანაკლებ 4 წლით (8 სემესტრი), სემესტრი მოიცავს 18 კვირას. სტუ-ში ერთი სემესტრის განმავლობაში 13 კვირა სასწავლოა (სააუდიტორიო მეცადინეობების) და 5 – სასესიო (შუასემესტრული, დასკვნითი და დამატებითი გამოცდების).

საგანმანათლებლო პროგრამის სტრუქტურა: საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამისი შინაარსის სავალდებულო კომპონენტებს – ჯამში – 202 კრედიტს (მათ შორის წინასაპროექტო პრაქტიკას – 5 კრედიტი და საბაკალავრო პროექტს 8 კრედიტის მოცულობით), ძირითადი სწავლის სფეროს შესაბამისი შინაარსის სავალდებულო არჩევით კომპონენტებს – ჯამში  35 კრედიტს და თავისუფალ კომპონენტებს – 3 კრედიტის მოცულობით.

არჩევითი კომპონენტის არჩევის ინსტრუქცია: როგორც თავისუფალი კომპონენტის, ისე პროფესიასთან დაკავშირებული არჩევითი სასწავლო კურსების არჩევის პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე; სტუდენტის მიერ საკუთარი პროფილის განსაზღვრის მიზნით უზრუნველყოფილი უნდა იყოს მისთვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდება, კონსულტაციისა და დახმარების გაწევა. ამისათვის ფაკულტეტის დეკანატში არის შესაბამისი კვალიფიკაციის და გამოცდილების მქონე პირი, რომელიც კვალიფიციურ დახმარებას გაუწევს სტუდენტს არჩევით კომპონენტებთან დაკავშირებით. საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციის პროცესში ჩართულია შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელი. სემესტრის დაწყებამდე, პროგრამის თითოეულ სტუდენტს სტუ-ს ელექტრონული სწავლების პორტალზე შექმნილ მის პირად გვერდზე და ასევე ტექსტური შეტყობინებით საკონტაქტო ტელეფონზე, ეგზავნება ინფორმაცია ასარჩევი სასწავლო კურსების და არჩევის წესის შესახებ, ასევე ეგზავნება განაცხადის ფორმა, სადაც უნდა დააფიქსირონ არჩეული სასწავლო კურსები პრიორიტეტების შესაბამისად. კონკრეტულ არჩევით კომპონენტზე კონკურსის არსებობის შემთხვევაში, პრიორიტეტი ენიჭება მაღალი აკადემიური მოსწრების პირს, ხოლო დაბალი აკადემიური მოსწრების პირი დარეგისტრირდება მის მიერ არჩეულ რიგით მომდევნო არჩევით სასწავლო კურსზე.

სამოქალაქო ინჟინერიის პროგრამა ამჟამად გადის ABET-ის (Accreditation Board for Engineering and Technology) საინჟინრო აკრედიტაციის კომისიის — EAC-ის (Engineering Accreditation Commission) მიერ აკრედიტაციის პროცესს. აღნიშნული პროცესი ხელს უწყობს პროგრამის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას და კურსდამთავრებულთა გლობალური კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას.

პროგრამის საგანმანათლებლო მიზნები

სტუ-ს სამშენებლო ფაკულტეტმა სამოქალაქო ინჟინერიის პროგრამისთვის განსაზღვრა შემდეგი საგანმანათლებლო მიზნები:

  • პროგრამის კურსდამთავრებულები იქნებიან წარმატებული სამოქალაქო ინჟინრები თავიანთი საქმიანობის სფეროში (PEO 1);
  • პროგრამის კურსდამთავრებულები იქნებიან სამოქალაქო ინჟინერიის პრაქტიკოსი სპეციალისტები, ეფექტიანი თანამშრომლები და ინოვატორები, რომლებიც უხელმძღვანელებენ სოციალური, ტექნიკური და ბიზნეს გამოწვევების გადაჭრის მცდელობებს ან მიიღებენ მასში მონაწილეობას (PEO 2);
  • პროგრამის კურსდამთავრებულები მთელი პროფესიული ცხოვრების მანძილზე განაგრძობენ სამოქალაქო ინჟინერიის პრაქტიკისთვის აუცილებელ სწავლას და ჩაერთვებიან უწყვეტ სწავლასა და პროფესიულ განვითარებაში თვითგანათლების, დამატებითი განათლების ან ინჟინერიის მიმართულებით სამაგისტრო და პროფესიული სწავლების გზით (PEO 3).

სწავლის შედეგები

პროგრამის დასრულებისას კურსდამთავრებულს აქვს:

  1. რთული საინჟინრო ამოცანების იდენტიფიცირების, ფორმულირებისა და გადაჭრის უნარი ინჟინერიის, მეცნიერებისა და მათემატიკის პრინციპების გამოყენებით;
  2. საინჟინრო დიზაინის გამოყენების უნარი ისეთი გადაწყვეტების შესაქმნელად, რომლებიც აკმაყოფილებს კონკრეტულ მოთხოვნებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის, ასევე გლობალური, კულტურული, სოციალური, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით;
  3. სხვადასხვა აუდიტორიასთან ეფექტიანი კომუნიკაციის უნარი;
  4. საინჟინრო სიტუაციებში ეთიკური და პროფესიული პასუხისმგებლობის გაცნობიერებისა და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი, რაც უნდა ითვალისწინებდეს საინჟინრო გადაწყვეტების გავლენას გლობალურ, ეკონომიკურ, გარემოსდაცვით და საზოგადოებრივ კონტექსტში;
  5. გუნდში ეფექტიანად მუშაობის უნარი, რომლის წევრები ერთობლივად უზრუნველყოფენ ლიდერობას, ქმნიან თანამშრომლობით და ინკლუზიურ გარემოს, ისახავენ მიზნებს, გეგმავენ დავალებებს და აღწევენ დასახულ მიზნებს;
  6. შესაბამისი ექსპერიმენტების დაგეგმვისა და ჩატარების, მონაცემების ანალიზისა და ინტერპრეტაციის, ასევე საინჟინრო მსჯელობის საფუძველზე დასკვნების გამოტანის უნარი;
  7. ახალი ცოდნის საჭიროებისამებრ შეძენისა და გამოყენების უნარი სწავლის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენებით.

მიღების პირობები

ბაკალავრიატში მიღება ხორციელდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე, ჩასაბარებელია მათემატიკა ან ფიზიკა,  ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა.

სასწავლო გეგმა

სასწავლო გეგმა (PDF) ↗

საგანიკრედიტი
კალკულუს C18
ზოგადი და არაორგანული ქიმია A8
ბიოლოგიის საფუძვლები6
ზეპირსიტყვიერი კომუნიკაცია5
საქართველოს ისტორია და კულტურა3
ფილოსოფიის შესავალი3
სოციოლოგია3
კალკულუს C27
ზოგადი ფიზიკა 1A7
გეოდეზია სამოქალაქო ინჟინერიაში6
ინტერპერსონალური კომუნიკაცია5
კომპიუტერული საინჟინრო გრაფიკა სამოქალაქო ინჟინერიაში5
შესავალი სამოქალაქო ინჟინერიაში3
კალკულუს C38
ზოგადი ფიზიკა 2B7
თეორიული მექანიკა (სტატიკა)5
სტატისტიკური მეთოდები ინჟინერიაში4
ტექნიკური კომუნიკაცია5
ბიზნეს და პროფესიული კომუნიკაცია5
ჩვეულებრივი დიფერენციალური განტოლებები5
თეორიული მექანიკა (დინამიკა)5
საშენი მასალები5
მასალათა გამძლეობა5
ეკონომიკის პრინციპები3
მშენებლობის მეთოდები5
გეოტექნიკური ინჟინერია5
სითხეების მექანიკა5
გეოინფორმაციული სისტემები6
სამშენებლო მანქანები3
სამშენებლო მექანიკის საფუძვლები6
გარემოს ინჟინერია6
სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა6
ჰიდროლოგია და ჰიდრომეტრია6
გამოყენებითი ჰიდრავლიკა6
შენობა-ნაგებობების დაპროექტება რკინაბეტონის კონსტრუქციებით6
ღია კალაპოტების ჰიდრავლიკა6
ფუძე საძირკვლების ინჟინერია და დეფორმაცია ნაგებობებში6
საგზაო მოძრაობის დაგეგმვა6
წყლის მიწოდებისა და განაწილების სისტემები6
ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობა6
საავტომობილო გზების ინჟინერია6
დემოკრატია და მოქალაქეობა5
სამშენებლო კონტრაქტები და სახელმწიფო შესყიდვები5
მარკეტინგის პრინციპები5
მშენებლობის ხარჯთაღრიცხვის პრინციპები4
მშენებლობის ეკონომიკის პრინციპები4
საბაკალავრო პრაქტიკა5
წყლის გაწმენდის ინჟინერია6
ლითონის კონსტრუქციები6
დროებითი ნაებობების დაპროექტება6
ჩამდინარე წყლების გაწმენდის ინჟინერია6
ირიგაცია და დრენაჟი6
რკინიგზის ინჟინერია6
სამშენებლო პროექტების მენეჯმენტი6
მყარი და სახიფათო ნარჩენების ინჟინერია6
ხიდების ინჟინერია6
უსაფრთხოების ტექნიკა მშენებლობაზე4
საბაკალავრო პროექტი8
სულ240

კონტაქტი

592 822 722; ელ-ფოსტა: samsheneblo@gtu.ge

აკადემიური დეპარტამენტები

აკადემიური დეპარტამენტები ↗