დღევანდელი არქიტექტურული ლანდშაფტი მიგვანიშნებს ფორმების დეკომპოზიციაზე და ფრაგმენტაციაზე (არა მთლიანობაზე); შერეულ და პოლიფონიურ წერილობაზე (არა გარკვეულობაზე); სინტაგმატურ კონფიგურაციებზე (არა პარადიგმებზე).
პოლიფონიური წერილობაში საზღვრებია წაშლილი გაბატონებულსა და დაქვემდებარებულს შორის. ამ ნიშანთა ბადეში ხორციელდება თავად აზრის მრავლობითობა. ფიზიკურ რიდეს (ზედაპირს, შეფუთვას) აქვს არამდგრადობის, მრავალვერსიულობის, უკავშირობის, დეკომპოზიციის თვისებები. რიდეებმა ცხადი გახადეს არქიტექტურის ფერისცვალება წყობიდან შეფუთვამდე. არქიტექტურა მუდამ წყობის და ”წყობის” (იდეოლოგიის) უნარს ამჟღავნებს; შეფუთვა (რიდეები) მას გზას უხსნის აღმნიშვნელთა თავისუფალი თამაშისკენ. ისეთი ნიშნების წარმოებისკენ, რომელთა მნიშვნელობა გადავადებულია და ინტერპრეტაციის პროცესი მხოლოდ სხვა ნიშნებთან გვაგზავნის - არა აზრთან.
ფიზიკური და ციფრული რიდე — მრავალვერსიული, თავისუფალი სხეული, რომელიც დაიბადა არქიტექტურის პოეტიკის სტუდიაში და ციფრული ტექნოლოგიების მეშვეობით, საერთაშორისო პრაქტიკაში ბოლო ათწლეულის მანძილზე შენობებად გასაგნდა.
ნაქარგი ბადის თავისუფალი ზედაპირი არ ჯდება არქიტექტურის ტრადიციულ კატეგორიებში: კონსტრუქცია / დეკორაცია; ის არ ეძებს რაიმე გამართლებას არქიტექტურული შესაძლებლობების გარეთ, რაიმე საწყისს და მიზანს; ამავე დროს იგი სწორედ მაშინ გაჩნდა, როდესაც ზედაპირის დისკურსი გახდა დომინანტი და ასევე შესაძლებელი გახდა ციფრული ტექნოლოგიების მეშვეობით მისი ვირტუალური და ფიზიკური ნიმუშების შესრულება. რიდის განსახილველად, მთელი თანამედროვე ფილოსოფიური დისკურსის მოყვანა დაგვჭირდებოდა: “ამრიგად ორმაგი კოდის შე/მცველი და ძველი რ/იდეები პოსტსტრუქტურალიზმის ქართულენოვან ნიშნად წარმოსდგება და ამავე დროს პოსტსტრუქტურალიზმის თეზა: ზედაპირის მიღმა ისევ ზედაპირია, პერიფრაზირდება: რ/იდეების მიღმა ისევ რ/იდეებია.”
რიდე, როგორც შეფუთვა არ არის დატვირთული რაიმე მნიშვნელობის, მეტაფორის, მიზნის, ფუნქციის რეპრეზენტირებით, თუმცა შეუძლია რეპრეზენტაციულობა ითამაშოს.
აქ წარმოდგენილია პოეტიკის სტუდიაში შექმნილი ნამუშევრები თემაზე რ/იდეები 2000 წლინდან დაწყებული. მათი ნაწილი შესრულებულია არქიტექტურული პროექტირების კურსის ფარგლებში, პროფ. შოთა ბოსტანაშვილის ხელმძღვანელობით.
სადიპლომო თემა "მთასახლე"
სადიპლომო თემა "მთასახლე"
ხიდი მუზეუმი ვენეციაში
რიდე: კომპიუტერული შტუდია
რიდე: კომპიუტერული შტუდია
რიდე: კომპიუტერული შტუდია
რიდე: კომპიუტერული შტუდია
რიდე პროექტისთვის: გრაფიკული შტუდია
რიდე საპროექტო თემისთვის: სოფლის ცენტრი
რიდე თემისთვის "სოფლის ცენტრი"
რიდე თემისთვის "სოფლის ცენტრი"
ნანგრევის პოეტიკა: რიდე
ნანგრევის პოეტიკა: რიდე
ნანგრევის პოეტიკა: რიდე
რიდე საპროექტო თემისთვის ციხე
რიდე + ლაქები
საპროექტო თემისთვის ტურბაზა
საპროექტო თემისთვის ტურბაზა
რიდე სამაგისტრო ნაშრომისთვის
სამაგისტრო ნაშრომი
სამაგისტრო ნაშრომი: თეატრი
სამლოცველო: რიდე+ჩარჩო
სამლოცველო: რიდე+ჩარჩო
სამლოცველო: რიდე+ჩარჩო