სტუდენტი: ანნა ბეჭვაია
ხელმძღვანელი: დავით ბოსტანაშვილი
თემა: დროებითი თავშესაფარი ტურისტებისთვის
საკურსო პროექტი, II კურსი, 2014 წ.
თავშესაფარი განკუთვნილია რთული, მიუდგომელი რელიეფისთვის. მაღალ სვეტებზე შემდგარი მოცულობებისგან შექმნილი კომპოზიციის დომინანტი ქარის გენერატორია. თითო მოცულობა თითო ადამიანისთვის განკუთვნილი, მთაზე გადმოკიდებული, სიმყუდროვის ადგილია.