სტუდენტი: შოთა ჯოჯუა
ხელმძღვანელი: დავით ბოსტანაშვილი
თემა: ჰეტეროტოპიები - ქ. ლაზიკას თეატრი-არქივი
სამაგისტრო ნაშრომი, 2015 წ.
თეატრი ადგილია, რომელიც სხვა ადგილებს უთმობს ადგილს; დროსგან და სივრცისგან მოწყვეტილ ფრაგმენტებს. თეატრის დაპროექტება ქალაქში, რომელიც ასევეა მოწყვეტილი დროსგან და სივრცისგან სამაგისტრო კვლევის მთავარი თემაა.
თეატრის არქიტექტურულ სცენარში გათვალისწინებულია სპექტაკლების სცენური მხატვრობის - მთლიანი სცენის - დაარქივება. სცენის უკან გაშლილია არქივი, რომელიც პირანეზისეული ალეის სახითაა გადაწერილი... პროექტი რამდენადაც ჰეტეროტოპიულია, იმდენად არის ჰეტეროქრონიული, და თან ორმაგად: ქალაქ ლაზიკას ეს მდგომარეობა განმეორებულია და არეკლილია მის კულტურის ცენტრში.