სტუდენტი: ანნა ბეჭვაია
ხელმძღვანელი: დავით ბოსტანაშვილი
თემა: სასტუმრო კომპლექსი საცხენოსნო კლუბისთვის
საკურსო პროექტი, II კურსი, 2015 წ.
ეს ამბავია კაცებზე და ცხენებზე.
ადამიანები იყოფიან საზოგადოებებად და მიკროსამყაროებს ქმნიან. თუ ახალგახრდა ქართველ მწერალს, დავით ქართველიშვილს ვერწმუნებით, ფეხბურთის მოყვარულთა საზოგადოება უფრო დიდ ილუზიას ქმნის, ვიდრე ლიტერატურის მოყვარულთა საზოგადოება.
ჩვენი საპროექტო დავალება ცხენების მოყვარულთა საზოგადოებისთვის შექმნა იყო, რაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, რადგან მოგვცა თავისუფალი შესაძლებლობა, გვეფიქრა იმ მიკროსამყაროს დაპროექტებაზე, რომელსაც ჩვენი გმირები უკვე ისედაც წარმოადგენენ.
მთავარ თემას წარმოადგენდა ადამიანისა და ჩვენი მეორე „ინგრედიენტის“ ცხენის ურთიერთობა. ცხენებს ვათავსებდი მინის კაფსულებში, რომლებიც იჭრებოდა ინტერიერში. ორი სულიერის ურთიერთჭვრეტა უჩვეულოდ თბილ და თანაგრძნობით სავსე ურთიერთობას უქმნიდა წინაპირობას. ამ მიდგომის ფესვები ჩვენი წინაპრების საცხოვრებელში დევს (ძველი ქართული საცხოვრებლები მთიან ნაწილში. ამ სათავსებში ჰარმონია სუფევს).
საბოლოო თემა ახალი სამყაროს შექმნის იდეა გახდა. ვცადეთ გამოგვენახა ლოგიკურობის ახალი ფორმულა. კრიტიკული თვალით შევხედეთ არამარტო ისეთ ელემენტებს, როგორიცაა კარი ან ფანჯარა, - თვითონ საცხოვრებელ ერთეულს შევძინეთ ახალი (ამ შემთხვევაში - კიბის) ფუნქცია.