STU Logo Faculty Logo Poetics Logo

ქარ | ENG

უკან

საგიჟეთი (2015 წ.)

1 / 11
კლინიკის ხედი
2 / 11
ნარატივი: კლინიკის მთავარი შენობა (სიტუაციური გეგმა)
3 / 11
ნარატივი: მოგზაურობა კლინიკის საზღვაო სახლებისკენ არდადეგებზე (სიტუაციური გეგმა, სურათი, გეგმა).
4 / 11
გეგმარებითი კონცეპცია: ტრადიციული კლინიკის დერეფნები და მათი ტრანსმუტაცია
5 / 11
კლინიკის გეგმა
6 / 11
ჭრილი
7 / 11
სურათი
8 / 11
სურათი
9 / 11
სურათი
9 / 11
სურათი
10 / 11
სიტუაცია ინტერიერში
11 / 11
პარადიგმები კულტურის ტექსტებიდან: გიჟების გემი და ცათმფრენი

სტუდენტი: ნატალი ბეზარაშვილი

ხელმძღვანელი: დავით ბოსტანაშვილი

თემა: Stultifera Navis - ფსიქიატრიული კლინიკა

სამაგისტრო ნაშრომი, 2015 წ.

“გემში ზღვას მინდობილი რენესანსის შეშლილი ადამიანი ... ისეთი რამის ტყვეა, რაც ყველაზე მეტად არის თავისუფლებასთან წილნაყარი, ყველაზე გახსნილი მარშუტის ტყვეა ... იგია მოგზაური par excellence, გზის მძევალი“ - მიშელ ფუკო.

სიგიჟის სივრცე, გზა და ლაბირინთი - პროექტის მთავარი კონცეპტებია, სადაც დაპროექტებას ამბის და სივრცის თხზვა ანაცვლებს.

როგორ მოვამზადოთ საგიჟეთი? ავიღოთ ძველი გეგმა; დავკეცოთ; დერეფნებში შევქმნათ მწვანე შიდა ეზოების ქსელი; საავადმყოფოს კარგად ნაცნობ ფუნქციურ ოთახებს დავუმატოთ გაუგონარი სივრცეები; ეზოში შემოვიყვანოთ არხი; არხზე შემოვაცუროთ ხომალდი; არდადეგებზე "ჩვენი გიჟები" დაიპყრობენ გემს, ისე, როგორც მილოშ ფორმანის ფილმში და იგემებენ თავისუფლებას; გემით მიადგებიან ახალ ნაპირებს, სადაც ჩვენი კლინიკის სააგარაკე კოშკებია. არდადეგების შემდეგ კვლავ ბრუნდებიან ცენტრალურ შენობაში, ახალი არდადეგების მოლოდინში.

შეშლითა ხომალდის გრავიურები და იერონიმუს ბოსხის ფერწერული ინტერპრეტაცია პროექტის მთავარი პარადიგმაა. კვლევითი ნაწილი მოიცავს მიშელ ფუკოს წიგნის "სიგიჟე და ცივილიზაცია" კრიტიკულ ანალიზს.

stulfitera navis - შეშლილთა ხომალდი შუა საუკუნეების ლიტერატურს შთაგონების წყაროა. იქ, ზღვაში, თავისუფლების ერთადერთ ადგილას დაცურავს ხომალდი, რომელსაც გიჟები მართავენ. არავინ ლამობს მათ ინსტიტუციონალიზაციას, გამოკეტვას, განკურნებას.

პრემია: III საპრიზო ადგილი. არქიტექტურის, სამოქალაქო ინჟინერიის და დიზაინის სკოლების V საერთაშორისო ფესტივალი, ქ. რომი (2015 წ.).