STU Logo Faculty Logo Poetics Logo

ქარ | ENG

უკან

სასამართლო (2014 წ.)

1 / 8
ვიზუალიზაცია
2 / 8
გეგმა
3 / 8
მოცულობითი ჭრილი
4 / 8
ინტერიერი
5 / 8
სიტუაციური გეგმა
6 / 8
გეგმარების კონცეპტუალური პრინციპი
7 / 8
ინტერიერი კედლის შიგნით
8 / 8
სურათი-პარადიგმა: "ბალატონის ლეგენდა". მხატვარი: მაგდოლნა ბან

სტუდენტი: ნატალი ბეზარაშვილი

ხელმძღვანელი: დავით ბოსტანაშვილი

სამაგისტრო საკურსო პროექტი. თემა: სასამართლო

I წელი. 2014 წ.

მაგდოლონა ბანის სურათი "ბალატონის ლეგენდა" ნაივური და სიურეალისტური ფერწერული ტრადიციების გზაჯვარედინზეა. არქიტექტურის პოეტიკის სტუდია მუდამ ახალი პარადიგმების და მხატვრული პროვოკაციების ძიებაშია. მდელოზე გაწოლილი ძროხა ამგვარი დამაინტრიგებელი სურათია სამყაროში. ამასთან, პოეტიკის სტუდია აცნობიერებს, რომ თანამედროვე ეპისტემეში გამიჯნულია აღმნიშვნელი და აღსანიშნი, ფორმა და სიმბოლური შინაარსი. შესაბამისად, სასამართლოს ძროხაში მოთავსება არანაირ სიმბოლურ მინიშნებას არ გულისხმობს. თავვისუფალი აღმნიშვნელი (ამ შემთხვევაში ძროხა) ფიქსირებული აღსანიშნის გარეშეა გამოკიდებული

პროექტის მეორე პარადიგმა კედლის შიგნითა სივრცის პრობლემას უკავშირდება. ჯერ კიდევ ლუის კანი დიდი ინტერესით მოეკიდა შოტლანდიური სასახლეების გეგმას, სადაც სივრცე და კედელი თითქმის თანაბარი პროპორციით არის წარმოდგენილი. ყოველ ფუნქციურ პროგრამას საკუთარი უნიკალური სივრცითი კონფიგურაცია შეესაბამება. სასამართლოს პროექტი ყოველ ფუნქციას საკუთარ ინდივიდუალურ სივრცეს უქმნის. სივრცეებს შორის დარჩენილი ადგილი თავდაპირველად გაზრებულია როგორც კედელი. შემდგომ ეტაპზე კედლის შიგნით იბადება სივრცე. ეს უცნობი სივრცეა; მას არ აქვს პროტოტიპი არქიტექტურის ისტორიაში. კედლის შიგნითა სივრცე ჩვენს გვერდით არსებული პარალელური სამყაროა. სასამართლოს პროექტში ეს სივრცე მთლიანად ბუნებას უკავია. ბუნებაში შემოდის კულტურის ნიშნები სხვადასხვა ავეჯის სახით. კედლის შიგნითა სივრცე მდელოზე მიმოფანტული ოთახის კონტექსტიდან მოწყვეტილი სავარძლების სიურაეალისტური სამყაროა.