თემა მიზნად ისახავს ფენომენოლოგიური ექსპერიმენტის ჩატარებას სივრცის თვისებების გასაგებად. წრიული დარბაზი ყველაზე მარტივი სივრცეა. ჩვენი წარმოსახვა არ იფანტება სხვადასხვა სირთულის დეტალების წარმოდგენის მცდელობაში; წრიულ სივრცეს მხოლოდ ორი პარამეტრი აქვს: შემომზღუდავი კედლის სიმაღლე და დიამეტრი. ამ ორი პარამეტრის ნიუანსური ცვლილებით ვცდილობთ გავიგოთ შეუძლია თუ არა წმინდა სივრცეს ჩვენს აღქმაზე მოახდინოს ესთეტიკური შთაბეჭდილება.
სტუდენტთა უმეტესობა ვერ გაურბის იმიჯს. წარმოდგენილ ნამუშევრებში ჩანს მათ მიერ წარმოსახული წრიული ნაშენი, რომლის სივრცით პარამეტრებზე წინ დგას ვიზუალური ელემენტების თვისებები და ნარატიული შინაარსი.